მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა ₾49.8 მლნ-მდე გაიზარდა
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა ₾49.8 მლნ-მდე გაიზარდა

სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებზე გამოყოფილი თანხა ₾49.8 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE27 ივლისი, 2026, 12:24|bm.ge

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დამატებით 1 320 000 ლარი გამოყო. შედეგად თანხის მოცულობა 49 815 650 ლარამდე გაიზარდა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 1498-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტი გაიზარდა წალენჯიხის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისთვის.

16 ივლისით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი. თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 7-ჯერ დაკორექტირდა.

ახალი განკარგულების მიხედვით, 49.8 მლნ ლარი 31 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება და ყველაზე მეტ თანხას ამ დროისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი მიიღებს. მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი ასეთია:

ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;

ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ₾125 ათასი;

გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ₾8 მლნ;

დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ₾6.8 მლნ;

ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ₾4.8 მლნ;

ვ) ცაგერის მუნიციპალიტეტი - ₾2 მლნ;

ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;

თ) ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ₾1.3 მლნ;

ი) საჩხერის მუნიციპალიტეტი - ₾2.8 მლნ;

კ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;

ლ) ხაშურის მუნიციპალიტეტი - ₾270 ათასი;

მ) ჭიათურის მუნიციპალიტეტი - ₾452 ათასი;

ნ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ₾865 ათასი;

ო) ახალციხის მუნიციპალიტეტი - ₾445 ათასი;

პ) ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ₾950 ათასი;

ჟ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ₾515 ათასი;

რ) ყვარლის მუნიციპალიტეტი - ₾2.1 მლნ;

ს) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ;

ტ) მესტიის მუნიციპალიტეტი - ₾305 ათასი;

უ) მარტვილის მუნიციპალიტეტი - ₾259 ათასი;

ფ) სენაკის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ;

ქ) მცხეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;

ღ) დუშეთის მუნიციპალიტეტი - ₾435 ათასი;

ყ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ₾1.310 მილიონი

შ) თიანეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ;

ჩ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ₾364 ათასი;

ც) გურჯაანის მუნიციპალიტეტი - ₾300 ათასი;

ძ) თელავის მუნიციპალიტეტი - ₾1.1 მლნ;

წ) ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ₾1 მლნ;

ჭ) ადიგენის მუნიციპალიტეტი - ₾ 500 ათასი;

ხ) ბორჯომის მუნიციპალიტეტი - ₾295 ათასი.

ამასთან, 29 იანვრის განკარგულების მიხედვით, სტიქიების შედეგების ლიკვიდაციისთვის გამოყოფილი თანხებიდან, მორჩენილი ეკონომია სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე უნდა დახარჯონ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾212-მილიონიანი გზის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიას დარიალის ხეობაში 19,238 კვ.მ მიწა იჯარით გადაეცა

₾212-მილიონიანი გზის მშენებლობისთვის ჩინურ კომპანიას დარიალის ხეობაში 19,238 კვ.მ მიწა იჯარით გადაეცა

BM.GE

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნულამდე შეამცირა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ნულამდე შეამცირა

BM.GE

აგროთანადაფინანსების პროგრამის ერთწლოვანი კულტურების სესხების გაცემა 20 ივლისიდან იწყება, საბრენდე ყურძენზე კი 20 აგვისტოდან

აგროთანადაფინანსების პროგრამის ერთწლოვანი კულტურების სესხების გაცემა 20 ივლისიდან იწყება, საბრენდე ყურძენზე კი 20 აგვისტოდან

BM.GE

მთავრობამ საპატრიარქოს წყალტუბოში მიწა 1 ლარად გადასცა

მთავრობამ საპატრიარქოს წყალტუბოში მიწა 1 ლარად გადასცა

BM.GE