
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერი
განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საკუთარ მომავალში, სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა, მოტივირებულ და ნიჭიერ სტუდენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თუ ხარ სტუდენტი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას, მაშინ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა სწორედ შენთვისაა.
პროგრამის შესახებ:
ეს არის საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელიც ნიჭიერ და მიზანდასახულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, დაიფინანსონ სწავლა საქართველოს 23 წამყვან უნივერსიტეტში.
ვის შეუძლია სტიპენდიის მოპოვება?
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საბაკალავრო საფეხურის ნებისმიერი კურსის სტუდენტს:
• როგორც მათ, ვინც ახლახან ჩააბარეს უნივერსიტეტში • ასევე იმათაც, ვინც უკვე სწავლობს სასურველ ფაკულტეტზე
მთავარია, გქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და სურვილი, გახდე გამორჩეული პროფესიონალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვხედავდეთ შენს მიზანდასახულობასა და განვითარების სურვილს.
როგორ მუშაობს შერჩევის პროცესი?
სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რათა საუკეთესო და ყველაზე მოტივირებული კანდიდატები გამოვლინდნენ:
• აპლიკაციების მიღება: უკვე დაწყებულია, შეავსე განაცხადი ბმულზე • აპლიკაციების გადარჩევა. პირველ ეტაპზე უნივერსიტეტები განიხილავენ სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას (GPA) და სამოტივაციო წერილს. როგორც ბანკის ერთ-ერთი სტიპენდიატი, ლიზი ლოჩოშვილი ამბობს, პროექტი „ეძებს რეალურ ადამიანებს საკუთარი გამოცდილებით, ავთენტურობითა და მიზნებით“. • გასაუბრება. შემდეგ ეტაპზე გადასვლა ნიშნავს, რომ აპლიკანტის მონაცემებმა და სამოტივაციო წერილმა შთაბეჭდილება მოახდინა.ასეთ დროს ანდრო დგებუაძის რჩევა ასეთია: „იყავი ის, ვინც ხარ“. • თითოეული უნივერსიტეტი დამატებით კრიტერიუმებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
რომელ უნივერსიტეტებშია სტიპენდია?
• თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • თავისუფალი უნივერსიტეტი • აგრარული უნივერსიტეტი • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU) • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი • თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია • ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) • საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი (GIU) • ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი • სპორტის უნივერსიტეტი • თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი • კონსერვატორია • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი • საქართველოს უნივერსიტეტი • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში
თუ არქიტექტურაზე სწავლობთ ან აპირებთ სწავლას, აღმოაჩინეთ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია, შეგიძლიათ აქ შეავსოთ განაცხადი.
საქართველოს ბანკის სხვა საგანმანათლებლო ინიციატივების სანახავად კი ეწვიეთ ganatleba.bog.ge-ს.
BM.GE
წყარო: bm.ge