
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, დეცენტრალიზებული ტექნოლოგიური ღონისძიების მხარდამჭერია.19-21ივნისს საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის ტექნოლოგიური ეკოსისტემების შეხვედრის ადგილად გადაიქცევა. სამი დღის განმავლობაში Global Tech Weekend Tbilisi ათასობით მონაწილეს, ინვესტორს, სტარტაპის დამფუძნებელს, ტექნოლოგიურ ლიდერსა და საერთაშორისო სტუმარს გააერთიანებს, რაც საქართველოს რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. სტუდიო ლიბერთისთვის Global Tech Weekend Tbilisi-ს მხარდაჭერა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობაა. ორივე ბრენდს აერთიანებს ხედვა - შექმნას სივრცე ადამიანებისთვის, რომლებიც ბიზნესს, ინოვაციასა და პირად განვითარებას ერთმანეთთან აკავშირებს.ღონისძიების მთავარი დღე 20 ივნისს, Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ ინსპირაციულ სპიკერებს, გაეცნონ ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს და დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები. Global Tech Weekend Tbilisi-ს მთავარ სცენაზე ლიბერთის ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა მეცნიერების დეპარტამენტისა და ციფრული ბანკინგის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელს.
„სტუდიო ლიბერთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ინოვაციებს, განათლებას და საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. Global Tech Weekend Tbilisi სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას მსოფლიო აუდიტორიასთან აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ წელს ღონისძიების მთავარი პარტნიორები ვართ“, ლედი კოჭლამაზაშვილი, პერსონალური ბანკინგისა და მომხმარებლისთვის ღირებულების შექმნის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„Global Tech Weekend Tbilisi-ის მიზანია რეგიონში ტექნოლოგიური საზოგადოების გაერთიანება და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. პარტნიორების მხარდაჭერა გვაძლევს შესაძლებლობას Global Tech Weekend კიდევ უფრო მასშტაბური და ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მონაწილეებისთვის“ - ნოდო ივანიძე, Global Tech Weekend Tbilisi-ს თანადამფუძნებელი.