
Supermicro-ს შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა
სერვერებისა და კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ, Supermicro-მ (SMCI) წინა კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიის შემოსავალმა $19.95 მილიარდი, ხოლო ერთ აქციაზე მიღებულმა მოგებამ $1.81 შეადგინა.
დაფიქსირებული მაჩვენებლებით Supermicro-მ უოლ-სტრიტის მოლოდინებსა და საკუთარ წინასწარ პროგნოზებს გადააჭარბა. თუ წინასწარი მონაცემებით კომპანიის მთლიანი მარჟა 12.5%-ით განისაზღვრა, ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 12.8%-ს მიაღწია.
რაც შეეხება მომავლის პროგნოზს, Supermicro-ში ვარაუდობენ, რომ მომავალ კვარტალში კომპანიის გაყიდვები $19.5 მილიარდიდან $21.5 მილიარდამდე გაიზრდება.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ჩარლზ ლიანგის განცხადებით, Supermicro-ს ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სრულყოფილ პროვაიდერად ტრანსფორმაციის პროცესი ჩქარდება.
მოსალოდნელზე უკეთესი შედეგების ფონზე, SMCI-ის აქციები თითქმის 10%-ით გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge