მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გრენლანდიის პარლამენტმა დონალდ ტრამპთან მიღწეული უსაფრთხოების შეთანხმება დაამტკიცა
გრენლანდიის პარლამენტმა დონალდ ტრამპთან მიღწეული უსაფრთხოების შეთანხმება დაამტკიცა

გრენლანდიის პარლამენტმა დონალდ ტრამპთან მიღწეული უსაფრთხოების შეთანხმება დაამტკიცა

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 02:40|bm.ge

გრენლანდიის პარლამენტმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული უსაფრთხოების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. კენჭისყრაზე დოკუმენტს მხარი 16 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი არავის მიუცია.

ინფორმაციისთვის, აშშ-მა, დანიამ და გრენლანდიამ ამ შეთანხმებას ხელი სექტემბერში მოაწერეს. ეს დოკუმენტი კუნძულზე ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებას ითვალისწინებს, ორ ახალ სამხედრო ბაზას გზას უხსნის და ტრამპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა "Golden Dome"-ის განთავსებას მოიცავს.

პარალელურად, შეთანხმება დანიის სუვერენიტეტსა და გრენლანდიელთა თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ძალაში საბოლოოდ შესასვლელად დანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო. დანიელი კანონმდებლები კანონპროექტს პირველი მოსმენით 11 ნოემბერს განიხილავენ, საბოლოო კენჭისყრა კი 19 ნოემბერს გაიმართება.

გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუტე ეგედემ ამ შეთანხმების რატიფიცირებას კუნძულისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. მან განაცხადა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებული მოცემულობა აღარ არის და საჭიროა გლობალური მოკავშირეების წრის გაფართოება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • ტრამპი დემოკრატებს ულოცავს და ამბობს, რომ მათ „კარგად იმუშავეს“ფორმულა
  • ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასის თითქმის 10 დოლარით შემცირება რეკორდული ვარდნაა, ხალხი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი არ იქნება - დონალდ ტრამპირუსთავი 2
  • „მისტერ ვეტო გავხდები“ - ტრამპი დემოკრატების შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში კანონპროექტების დაბლოკვით იმუქრებატვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

Supermicro-ს შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Supermicro-ს შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

პოლონეთმა კალინინგრადის საზღვართან მასშტაბური უსაფრთხოების ოპერაცია დაიწყო

პოლონეთმა კალინინგრადის საზღვართან მასშტაბური უსაფრთხოების ოპერაცია დაიწყო

BM.GE

"ომის ჩრდილში მიღწეული პროგრესი" — უკრაინა და მოლდოვა ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში

"ომის ჩრდილში მიღწეული პროგრესი" — უკრაინა და მოლდოვა ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშში

BM.GE

ფაშინიანის თქმით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს 2027 ან 2028 წელს შეიტანს

ფაშინიანის თქმით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს 2027 ან 2028 წელს შეიტანს

BM.GE