მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუსის ახალი ხელმძღვანელის დეკლარაცია საჯარო არ არის - მიზეზი უცნობია
სუსის ახალი ხელმძღვანელის დეკლარაცია საჯარო არ არის - მიზეზი უცნობია

სუსის ახალი ხელმძღვანელის დეკლარაცია საჯარო არ არის - მიზეზი უცნობია

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 18:14|bm.ge

სუსის ახლად დანიშნული ხელმძღვანელის დეკლარაცია საჯარო არ არის.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულია თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთაც ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აქვთ. მათ შორის არიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც. მოქმედი კანონმდებლობა ამ ნაწილში გამონაკლისს არ ითვალისწინებს. სწორედ ამიტომ, bm.ge აუდიტის სამსახურს დაუკავშირდა კითხვით, რატომ არ არის თამაზ ბორაშვილის დეკლარაცია საჯარო. თუმცა, კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

იმავე საკითხით გარკვევას თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც ვცდილობთ.

მოქმედი კანონმდებლობის მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მამუკა მდინარაძის დანიშვნის შემდეგ, მისი ქონებრივი დეკლარაცია გაქრა. რამდენიმე თვე საჯარო აღარ იყო არც მისი მოადგილეების დეკლარაციები. მამუკა მდინარაძე, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას 7 თვის განმავლობაში იკავებდა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს შესაბამის ვებგვერდზე არ ასაჯაროებდა.

მაშინ სუს-ში bm.ge-სთან ნორმას რომლის მიხედვითაც, სუსის უფროსის დეკლარაციაც საჯარო უნდა იყოს „პარადოქსული“ უწოდეს. .სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაშინ დაადასტურეს, რომ ხელმძღვანელი პირების დეკლარაციები შევსებულია, თუმცა მათი გასაჯაროება მიზანშეწონილად არ იყო. მდინარაძის დეკლარაცია კი მხოლოდ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, 5 მაისს გასაჯაროვდა. სისტემაში გამოჩნდა მისი ძველი დეკლარაციებიც.

"ვინაიდან თქვენს მიერ დასახელებული თანამდებობის პირები წარმოადგენენ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ რგოლს, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, მათი დეკლარაციები საჯაროდ არ იძებნება, რაც ასევე სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. გარდა ამისა, ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანო მუშაობს აღნიშნული მიდგომის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში მოსაყვანად, რადგან მართლაც პარადოქსულია ნორმა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს დეკლარაციის საჯაროობას ავალდებულებს.

ვაზუსტებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დეკლარაციები წარდგენილი არ არის. როგორც სამსახურის უფროსის, ასევე მისი მოადგილეების დეკლარაციები შევსებულია და წარდგენილია შესაბამის უწყებაში", - განუცხადეს BM.GE-ს სუსში.

მიუხედავად სუსის აპრილში გაცემული ამ პასუხისა, შემდეგი ხელმძღვანელის გელა გელაძის დეკლარაცია მუდმივად საჯარო იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანთან ომის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ირანთან ომის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღო

BM.GE

ვინ არის ქეთევან ხუროძე, რომელიც პარლამენტში მაია ბითაძეს ჩაანაცვლებს?

ვინ არის ქეთევან ხუროძე, რომელიც პარლამენტში მაია ბითაძეს ჩაანაცვლებს?

BM.GE

რაჭის კურორტების განვითარების საბოლოო კონცეფციის მომზადების ვადამ გადაიწია

რაჭის კურორტების განვითარების საბოლოო კონცეფციის მომზადების ვადამ გადაიწია

BM.GE

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

BM.GE