მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სუსმა თბილისში საერთაშორისო კრიმინალური ქსელის 3 წევრი დააკავა - რას ედავება გამოძიება
სუსმა თბილისში საერთაშორისო კრიმინალური ქსელის 3 წევრი დააკავა - რას ედავება გამოძიება

სუსმა თბილისში საერთაშორისო კრიმინალური ქსელის 3 წევრი დააკავა - რას ედავება გამოძიება

BM.GE29 ივლისი, 2026, 17:19|bm.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის წევრები არიან. მათ, გამოძიების ვერსიით, საქართველოში სარეალიზაციოდ უკანონოდ შემოჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი პირი თბილისში, დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს.

სუსის ინფორმაციით, დაკავებულთა პირადი ნივთების, ავტომობილისა და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება და ელექტრონული მოწყობილობები.

უწყების განცხადებით, პირველადი დათვალიერების შედეგად ელექტრონულ მოწყობილობებში აღმოჩენილია სხვადასხვა დანაშაულებრივი ქმედების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა. ამოღებული ნივთმტკიცებები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებას აგრძელებს საერთაშორისო დანაშაულებრივ ქსელში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონო გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 182 სტატია.

  • თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის შეფარდებაზე მსჯელობსიმედი
  • თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - მოტყუებით დაეუფლა 28 000-მდე ლარსფორმულა
  • თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლანეტგაზეთი
  • ორი ათეული წლის შემდეგ თბილისში ტრამვაი დაბრუნდება - იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცარუსთავი 2
თბილისში →

მსგავსი სტატიები

13 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

13 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

"როდის ბუთქავს, არ ვიცით" - ფინანსისტი განმარტავს, რატომაა სწორი სავალუტო რეზერვების ზრდის პოლიტიკა

BM.GE

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

მომავალი წლიდან სკოლებში რეპეტიტორიუმის მოდელი, საგამოცდო საგნებს კი იტალიური დაემატება - მიქანაძე

BM.GE

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

„ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“ - მთავრობა პროფესიული განათლების საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს

BM.GE