მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სვეტიცხოვლის კვლევისა და რესტავრაციისთვის ₾5 მილიონამდე დაიხარჯება|შესყიდვები გამარტივებულად იგეგმება
სვეტიცხოვლის კვლევისა და რესტავრაციისთვის ₾5 მილიონამდე დაიხარჯება|შესყიდვები გამარტივებულად იგეგმება

სვეტიცხოვლის კვლევისა და რესტავრაციისთვის ₾5 მილიონამდე დაიხარჯება|შესყიდვები გამარტივებულად იგეგმება

BM.GE2 ივლისი, 2026, 12:10|bm.ge

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ითხოვს თანხმობას, რომ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დაცვის, კვლევის, დიაგნოსტირებისა და რესტავრაციისთვის საჭირო შესყიდვები გამარტივებული წესით განახორციელოს.

პროექტის ჯამური სავარაუდო ღირებულება არაუმეტეს 5 000 000 ლარით განისაზღვრა.

ეს არის გეგმა, რომელიც 2026-2027 წლების პერიოდს მოიცავს.

სააგენტო განმარტავს, რომ 5 მილიონი ლარი არ წარმოადგენს ერთჯერად ასიგნებას ან დაუყოვნებელ ფინანსურ ვალდებულებას. ეს არის შესყიდვების ზედა ზღვარი, საიდანაც თანხა ეტაპობრივად, კონკრეტული საჭიროების დადგომისას, შესაბამისი წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით დაიხარჯება.

საქმე ის არის, რომ 2025 წელს სვეტიცხოველში წყალი ორჯერ, თებერვალსა და აპრილში ჩამოვიდა. სწორედ ამის შემდეგ, გასული წლის ივლისში ირაკლი კობახიძემ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, დაფინანსება უნდა მომხდარიყო „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სააგენტოსთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.

ამჟამად გამოცხადებული შესყიდვის მიხედვით კი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი შესულია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. მისი ავთენტურობისა და გამორჩეული უნივერსალური ღირებულების შესანარჩუნებლად ფრაგმენტული ჩარევები არასაკმარისია.

ტაძრის მასშტაბის, ფიზიკური მდგომარეობისა და რისკების გათვალისწინებით, იწყება გრძელვადიანი, ეტაპობრივი და კვლევაზე დაფუძნებული პროცესი. განსახორციელებელი სამუშაოების ჯაჭვი მოიცავს:

• კომპლექსურ კვლევა-დიაგნოსტირებას (ბუნებრივი, კლიმატური, საინჟინრო-ტექნიკური, გეოლოგიური, სეისმური და მასალათმცოდნეობითი კუთხით); • ისტორიულ-საარქივო და სამეცნიერო ანალიზს; • ჰოლისტიკური კონსერვაციის გეგმისა და საკონსერვაციო სტრატეგიის მომზადებას; • საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებასა და პროექტების ექსპერტიზას; • უშუალოდ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებას, მათ მონიტორინგსა და სამეცნიერო ზედამხედველობას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო პირდაპირი შესყიდვების აუცილებლობას რამდენიმე ძირითადი მიზეზით ასაბუთებს:

სამუშაოების ურთიერთდამოკიდებულება: პროცესი არის ერთიანი ჯაჭვი — წინარე კვლევის შედეგებზეა დამოკიდებული, თუ რა მოცულობის და რა მეთოდოლოგიის სამუშაოები დაიგეგმება შემდეგ ეტაპზე. შესაბამისად, წინასწარ შეუძლებელია ყველა საჭირო მომსახურებისა თუ სამუშაოს ზუსტი მოცულობისა და დროითი განრიგის განსაზღვრა.

ტენდერების ჩაშლისა და შეფერხების რისკი: ყოველი მომდევნო ეტაპისთვის სტანდარტული ელექტრონული ტენდერის გამოცხადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბიუროკრატიული შეფერხებები, ტენდერების ჩაშლა და სამუშაოების უწყვეტობის დარღვევა, რაც დააზიანებს ძეგლის ინტერესებს.

სპეციფიკური კვალიფიკაციის საჭიროება: მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოდ აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილებისა და მაღალი დარგობრივი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებისა და ორგანიზაციების ჩართვა. გამარტივებული შესყიდვა სააგენტოს აძლევს მოქნილობას, რომ საჭირო სპეციალისტები დროულად და კონკრეტულ ეტაპზე მორგებულად შეირჩნენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბათუმში, მუნიციპალური ინსპექცია ტროტუარებზე თვითნებურად მოწყობილ სავაჭრო დახლებს იღებს

ბათუმში, მუნიციპალური ინსპექცია ტროტუარებზე თვითნებურად მოწყობილ სავაჭრო დახლებს იღებს

BM.GE

აიათოლა ხამენეის დაკრძალვას მედვედევი პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით დაესწრება

აიათოლა ხამენეის დაკრძალვას მედვედევი პუტინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით დაესწრება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და დღგ-ის ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და დღგ-ის ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდას ითხოვს

BM.GE