მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია დასრულდა
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია დასრულდა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია დასრულდა

BM.GE12 მაისი, 2026, 15:25|bm.ge

მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრების (ინტრონიზაციის) საზეიმო ცერემონია შედგა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. საზეიმო ლიტურგიას წმინდა სინოდის წევრები და სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები აღასრულებდნენ.

რიტუალის მიმდინარეობისას ახალ პატრიარქს მართვის სიმბოლოები გადასცეს, კერძოდ საპატრიარქო მიტრა, კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი), ჯვარ-პანაღია, სამწყემსო კვერთხი.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე გუშინ, 11 მაისს აირჩია..

სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სტუმრებს შორის იყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

ახალი მამამთავრის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გარდაიცვალა. ილია II საქართველოს ეკლესიას თითქმის ნახევარი საუკუნე მართავდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE