მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობა ქვეყნის სტაბილურობის მორიგი დასტურია - ირაკლი კობახიძე
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობა ქვეყნის სტაბილურობის მორიგი დასტურია - ირაკლი კობახიძე

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობა ქვეყნის სტაბილურობის მორიგი დასტურია - ირაკლი კობახიძე

BM.GE3 ივნისი, 2026, 17:33|bm.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებით, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო გარემო სტაბილური, პროგნოზირებადი და მიმზიდველია.

მთავრობის მეთაურმა, რომელიც ქობულეთში პროექტის დაწყების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე მყარად მკვიდრდება, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ქვეყანაში ტურიზმის მზარდი დინამიკა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზარზე, განვითარების პროცესი კი სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თანაბარი წინსვლისთვის.

„ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ზრდა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე. ამ ფონზე, ჩვენ ვხედავთ სრულიად ახალ დინამიკას - განვითარების პროცესი სულ უფრო მეტად მოიცავს ზღვისპირა რეგიონებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. დღეს უკვე ჩვენი სანაპირო ზოლი იქცა ახალი შესაძლებლობების სივრცედ იმ პროექტებისთვის, რომლებიც უმაღლესი კლასის სტუმარმასპინძლობას, დასვენებასა და საინვესტიციო ღირებულებას ერთ კონცეფციაში აერთიანებს.

სწორედ ამ სტანდარტს პასუხობს ქობულეთის სანაპიროზე დაგეგმილი ეს პროექტი, რომლის ღირებულება არის 300 მილიონი დოლარი. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი ხორციელდება ბათუმიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზე, რაც ქობულეთს რეგიონის უმსხვილეს ტურისტულ ეკოსისტემაში აერთიანებს“.

კობახიძემ მისასალმებელი უწოდა იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ წამოწყებაში ბაზრის წამყვანი ქართული კომპანია „არქი“, დეველოპერი „NEXT“-ი და შვეიცარიული ბრენდი „Swissôtel“-ი გაერთიანდნენ. კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართული დეველოპერების მიერ საერთაშორისო დონეზე დამყარებულ კავშირებს.

„მისასალმებელია, რომ ამ წამოწყებაში გაერთიანდნენ სფეროს აღიარებული ლიდერები: ბაზრის წამყვანი ქართული კომპანია „არქი“, საერთაშორისო მასშტაბის ქართული დეველოპერი „NEXT“-ი და მსოფლიო გიგანტი - შვეიცარიული ბრენდი „Swissôtel“-ი. ამ თანამშრომლობით, დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება.

პროექტის პარტნიორ კომპანია „არქის“ მიერ ბოლო პერიოდში დამყარებული უმსხვილესი საერთაშორისო თანამშრომლობა - როგორებიცაა, პარტნიორობა The Trump Organization-თან თუ საცხოვრებელი ფართების მსოფლიო ლიდერ BI Group-თან, ჩვენი ქვეყნის მიმართ მკაფიო ნდობის მორიგი სიგნალია. საქართველო მყარად მკვიდრდება საერთაშორისო საინვესტიციო რუკაზე, როგორც გამჭვირვალე და უსაფრთხო ეკონომიკური ცენტრი“.

„არქი“, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი Swissôtel-ი შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციულ კომპლექსს ერთობლივად ააშენებენ.

პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს; კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიურ რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე. კომპლექსის არქიტექტურულ გეგმარებაზე Chapman Taylor-ის მადრიდის ოფისმა იმუშავა. პროექტი ქობულეთის საკურორტო ზონაში უნიკალურ დასასვენებელ სივრცეს შექმნის. მისი მთავარი უპირატესობა ყველა აპარტამენტიდან ზღვის ხედებია, ხოლო კონცეფცია ბუნებრივ ლანდშაფტთან ჰარმონიულ ინტეგრაციას ეფუძნება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება

BM.GE

150 ათას კვ.მ-მდე ახალი საოფისე ფართი მშენებლობის პროცესშია - Colliers-ის მიმოხილვა

150 ათას კვ.მ-მდე ახალი საოფისე ფართი მშენებლობის პროცესშია - Colliers-ის მიმოხილვა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება

BM.GE

საშუამავლო კომპანიებმა 1 წელში საზღვარგარეთ საქართველოს 971 მოქალაქე დაასაქმეს - მთავრობის ანგარიში

საშუამავლო კომპანიებმა 1 წელში საზღვარგარეთ საქართველოს 971 მოქალაქე დაასაქმეს - მთავრობის ანგარიში

BM.GE