მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას - ირაკლი კობახიძე
ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას - ირაკლი კობახიძე

ტაჯიკეთში ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას - ირაკლი კობახიძე

BM.GE20 ივნისი, 2026, 11:35|bm.ge

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტაჯიკეთში ხელი მოეწერა 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან.

„სრულდება ჩვენი ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ტაჯიკეთში, შესაბამისად, ამ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთელი ამ ისტორიის მანძილზე სულ 3 შეთანხმება იყო ხელმოწერილი ორ ქვეყანას შორის. გუშინ ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან და ასევე, არის პერსპქეტივა იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლობა განათლების, კულტურის სფეროში. ამ ყველაფერს ეხება ის შეთანხმებები, რომლებსაც მოვაწერეთ ხელი. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და ჩვენს თითოეულ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა ეკონომიკის სფეროებში│რა წერია საქართველო-ტაჯიკეთის კომუნიკეში?

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის წარმომადგენლები ირანთან პოტენციური მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრნენ

ტრამპის წარმომადგენლები ირანთან პოტენციური მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში გაემგზავრნენ

BM.GE

ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით საქართველო ბევრად წინ წავა - ირაკლი კობახიძე

ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით საქართველო ბევრად წინ წავა - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ზაფხულში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებაზე - მინისტრი

ზაფხულში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებაზე - მინისტრი

BM.GE

"უმნიშვნელოვანესია სამედიცინო საზოგადოების სოლიდარობა" - ივანე ჩხაიძე გიორგი ჩახუნაშვილზე

"უმნიშვნელოვანესია სამედიცინო საზოგადოების სოლიდარობა" - ივანე ჩხაიძე გიორგი ჩახუნაშვილზე

BM.GE