
"უმნიშვნელოვანესია სამედიცინო საზოგადოების სოლიდარობა" - ივანე ჩხაიძე გიორგი ჩახუნაშვილზე
"იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება",- ამის შესახებ პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედსკრიპტუმთან“ ინტერვიუში ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
ის აღნიშნავს, რომ ამ კრიზისულ მომენტში უმნიშვნელოვანესია სამედიცინო საზოგადოების სოლიდარობა.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს მოსამართლემ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„ემოციურად რთულია მომხდარის გააზრება, როდესაც საქმე ეხება ჩვენს კოლეგას, მასწავლებელსა და გამორჩეულად ღვაწლმოსილ ექიმს. იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება. ბატონი გოგის პროფესიული ავტორიტეტი და საზოგადოებრივი დამსახურება იმდენად დიდია, რომ ეს შემთხვევა ვერ დარჩება რიგით მოვლენად. გარდა ამისა, ამ კრიზისულ მომენტში უმნიშვნელოვანესია სამედიცინო საზოგადოების სოლიდარობა“, — ამბობს პროფესორი ივანე ჩხაიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge