
ზაფხულში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებაზე - მინისტრი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის თქმით, ფორმების მიწოდება სკოლებისთვის ეტაპობრივად განხორციელდება და დეტალური ინფორმაცია განრიგის, ასევე ფორმის ღირებულების შესახებ ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება.
როგორც ის აღნიშნავს, გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის.
"მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დავაანონსეთ და მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლებში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, ფორმების შემოღება.
ხელშეკრულების თანახმად, სასკოლო ფორმების მიწოდება სკოლებისთვის სამ ეტაპად განხორციელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.
ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების საზოგადოებისთვის მიწოდება,” - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
სკოლის ფორმების ₾45-მილიონიანი კონტრაქტი მარტში დაფუძნებულ ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა