
თამაზ ბორაშვილი სუსის უფროსად აირჩიეს
თამაზ ბორაშვილი სუსის მე-6 უფროსად აირჩიეს - მის კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ირაკლი კობახიძემ სუსის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა 14 სექტემბერს წარადგინა , ის ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. მან განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა უწყებაში გააგრძელებს.
კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ამტკიცებს. მიუხედავად ამისა, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევის საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა.
2025 წლის 4 აპრილს სუს-ის უფროსის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, თუმცა მან პოსტი იმავე წლის 23 აგვისტოს დატოვა. ოხანაშვილი 2025 წლის 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძემ შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან 2026 წლის 21 აპრილს გადადგა. მისი შემცვლელი გელა (გეკა) გელაძე გახდა, რომელმაც სუს-ის უფროსის თანამდებობა 2026 წლის 14 სექტემბერს დატოვა.
გელაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რომ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად საქმიანობას სხვა სახელმწიფო უწყებაში გააგრძელებს. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
იქამდე სუსს გრიგოლ ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი თანამდებობა ვახტანგ გომელაურს ეკავა.
BM.GE
წყარო: bm.ge