მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს საქართველოსთან, ირანთან, ჩრდ. კორეასთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან - ალექსეი შევცოვი
თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს საქართველოსთან, ირანთან, ჩრდ. კორეასთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან - ალექსეი შევცოვი

თანამშრომლობის პოტენციალი გვაქვს საქართველოსთან, ირანთან, ჩრდ. კორეასთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან - ალექსეი შევცოვი

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 18:43|bm.ge

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ალექსეი შევცოვი ამბობს, რომ რუსეთს შეუძლია მეგობარ და ნეიტრალურ ქვეყნებს რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელები შესთავაზოს და ასეთი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან. ამის შესახებ INTERFAX-ი წერს.

„რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელსაყრელი მოდელები შესთავაზოს და ამას ვაკეთებთ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ჩინეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყველა მეგობარი და ნეიტრალური სახელმწიფო. ჩვენ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს ირანთან, მონღოლეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან და ბევრ სხვა ქვეყანასთან.

ჩემი აზრით, რეგიონთაშორისი კავშირების განვითარება მარტივი ვაჭრობისა და საქონლის გაცვლისგან ერთობლივი საწარმოო ჯაჭვების შექმნისკენ უნდა განვითარდეს“, - განაცხადა შევცოვმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე (EEF) გამართულ დისკუსიაზე „რეგიონთაშორისი თანამშრომლობა ევრაზიაში“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"დღეს არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა"- როდის გაიხსნება ბრენდების მოლი ქუთაისში?

"დღეს არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა"- როდის გაიხსნება ბრენდების მოლი ქუთაისში?

BM.GE

"ოსკარზე" საქართველოს სახელით წელს კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი|სამინისტრო

"ოსკარზე" საქართველოს სახელით წელს კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი|სამინისტრო

BM.GE

"მთავარი პრობლემა დროული დაბინავებაა" - რა გამოწვევების წინაშე დგას ნუშისა და კაკლის სექტორი

"მთავარი პრობლემა დროული დაბინავებაა" - რა გამოწვევების წინაშე დგას ნუშისა და კაკლის სექტორი

BM.GE

არტე მორენო ლოს-ანჯელესის "ენჯელსის" "არსენალის" მფლობელ სტენ კრონკესთვის მიყიდვას გეგმავს

არტე მორენო ლოს-ანჯელესის "ენჯელსის" "არსენალის" მფლობელ სტენ კრონკესთვის მიყიდვას გეგმავს

BM.GE