მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტაქსის მძღოლები საქართველოს სამ დიდ ქალაქში აქციას მართავენ
ტაქსის მძღოლები საქართველოს სამ დიდ ქალაქში აქციას მართავენ

ტაქსის მძღოლები საქართველოს სამ დიდ ქალაქში აქციას მართავენ

BM.GE1 მაისი, 2026, 15:25|bm.ge

დღეს, 1 მაისს - შრომის საერთაშორისო დღეს - ტაქსის მძღოლები საქართველოს სამ დიდ ქალაქში შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციებს მართავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტაქსის მძღოლთა გაერთიანება ავრცელებს.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ტაქსის სფეროში დასაქმებული ათასობით მძღოლს ყოველდღიურად მაღალი საკომისიოს, დაბალი ტარიფისა და უსამართლო დაბლოკვების გამო, მძიმე პირობებში უწევს მუშაობა. სწორედ ამიტომ, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ტაქსის მძღოლებმა გადაწყვიტეს გაერთიანდნენ შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით და 1 მაისს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს, გათიშონ აპლიკაცია და მოაწყონ მსვლელობა სამ ქალაქში.

ანონსის მიხედვით, დილის ცხრა საათიდან აპლიკაცია გაითიშება.

თბილისში - 12:00 საათზე აქცია დაიგეგმა ჰუალინგთან, 15:00 მსვლელობა

ბათუმში - 12:00 საათზე აქცია დაიგეგმა გიორგი ანწუხელიძის 2 ნომერში, 15:00 მსვლელობა

ქუთაისში -12:00 საათზე აქცია დაიგეგმა აღმაშენებლის ძეგლთან, 15:00 მსვლელობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ, სამართალდამცველებმა საპროტესტო აქცია დაშალესრუსთავი 2
  • „საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-თან საპროტესტო აქცია იმართებატვ პირველი
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
აქცია →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE