მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TasteAtlas-ის რეიტინგში ქართული სამზარეულო მსოფლიოს 21 საუკეთესო სამზარეულოს შორის მოხვდა
TasteAtlas-ის რეიტინგში ქართული სამზარეულო მსოფლიოს 21 საუკეთესო სამზარეულოს შორის მოხვდა

TasteAtlas-ის რეიტინგში ქართული სამზარეულო მსოფლიოს 21 საუკეთესო სამზარეულოს შორის მოხვდა

BM.GE14 ივლისი, 2026, 21:40|bm.ge

ქართული სამზარეულო TasteAtlas-ის მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს რეიტინგში 21-ე ადგილს იკავებს. პლატფორმის 2025/2026 წლების რეიტინგის მიხედვით, საქართველოს სამზარეულომ 4.32 ქულა მიიღო და უნგრეთს გაუსწრო, ხოლო ერთი პოზიციით ლიბანს ჩამორჩა.

რეიტინგის ლიდერი იტალიური სამზარეულოა, რომელსაც მოჰყვება საბერძნეთი, პერუ, იაპონია და მექსიკა. ათეულში ასევე მოხვდნენ ესპანეთი, თურქეთი, პორტუგალია, ჩინეთი და ინდონეზია.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში საქართველოს მხოლოდ თურქეთი უსწრებს, რომელიც რეიტინგში მე-7 პოზიციაზეა, ხოლო სომხეთი, აზერბაიჯანი და სხვა მეზობელი ქვეყნები უფრო დაბალ ადგილებს იკავებენ.

TasteAtlas-ის მონაცემებით, ქართული სამზარეულოს ყველაზე გამორჩეულ კერძებად დასახელებულია ნარჩვი (4.6 ქულა), ხაჭაპური (4.5), ხინკალი (4.5), მწვადი (4.4) და წიწილა ტაბაკა (4.4). რეიტინგში ასევე წარმოდგენილია საქართველოს გამორჩეული გასტრონომიული ბრენდები და ტრადიციული რესტორნები.

რეიტინგი 590 228 ვალიდურ შეფასებას ეფუძნება, რომლებიც TasteAtlas-ის მონაცემთა ბაზაში წარმოდგენილ 18 912 ტრადიციულ კერძსა და პროდუქტზეა დაფუძნებული. პლატფორმა მსოფლიოს ქვეყნების სამზარეულოებს მომხმარებელთა საშუალო შეფასებების მიხედვით აჯგუფებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის არალეგალური ტარიფების გამო, აშშ-ის მთავრობა $81 მილიარდს უკან აბრუნებს

ტრამპის არალეგალური ტარიფების გამო, აშშ-ის მთავრობა $81 მილიარდს უკან აბრუნებს

BM.GE

FAO სამეგრელო-ზემო სვანეთში მეფუტკრეებისთვის უფასო ტრენინგების სერიას იწყებს

FAO სამეგრელო-ზემო სვანეთში მეფუტკრეებისთვის უფასო ტრენინგების სერიას იწყებს

BM.GE

სამხრეთ კავკასიური გაზსადენით თურქეთს 86 მლრდ მ3 გაზი მიეწოდა

სამხრეთ კავკასიური გაზსადენით თურქეთს 86 მლრდ მ3 გაზი მიეწოდა

BM.GE

"მპ დეველოპმენტი" 1-წლიანი 6,300,000 დოლარამდე და 5,300,000 ევრომდე საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

"მპ დეველოპმენტი" 1-წლიანი 6,300,000 დოლარამდე და 5,300,000 ევრომდე საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

BM.GE