მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა“ - პაატა სალია
“თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა“ - პაატა სალია

“თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა“ - პაატა სალია

BM.GE27 მაისი, 2026, 01:08|bm.ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს. ადგილზე იმყოფება იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღ მიულოცა.

„ ეს დღე არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, არამარტო როგორც ისტორიული თარიღი, არამედ როგორც სიმბოლო დამოუკიდებლობისა, როდესაც პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დემოკრატიულ საფუძვლებზე დამყარებული კონსტიტუცია ჰქონდა, რომელიც ბევრი ევროპული ქვეყნისთვისაც უცხო იყო იმ პერიოდში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

სამწუხაროდ, ამას ყველაფერს მოყვა ოკუპაცია. თუმცა, ჩვენ შევძელით და 1991 წელს დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და ეს თარიღი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა, დამოუკიდებლობისა, რადგან თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა თუ ეს ფუნდამენტი არ ექნა ჩვენს ქვეყანას.

ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი, სუვერენული და რაც მთავარია - ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მოქალაქეზე… კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, მთელს საქართველოს და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო ძლიერ სახელმწიფოში, კიდევ უფრო წარმატებულ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ ყველანი ერთად“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გარეშე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • როდესაც ბოიკოტი ხდება უკვე სისტემური, როდესაც 3-4 არჩევნები სისტემურად ხდება არჩევნების შედეგების არგუმენტაციის და მტკიცებულებების გარეშე უარყოფა, ეს არის პერმანენტული საფრთხე - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • TI: ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებსტვ პირველი
  • ზელენსკი: რუსეთთან დეესკალაციური შეთანხმების გარეშე სანქციების შესუსტება აშკარა სისუსტეაფორმულა
  • The New York Times: რუსეთი გეგმავს ზამთარში კიევი, ხარკოვი და ოდესა დენის, წყლისა და გათბობის გარეშე დატოვოსიმედი
გარეშე →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE