მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. TBC Capital-ი მოელის, რომ ინფლაციის ზრდის მიუხედავად, სები რეფინანსირების განაკვეთს 8%-ზე დატოვებს
TBC Capital-ი მოელის, რომ ინფლაციის ზრდის მიუხედავად, სები რეფინანსირების განაკვეთს 8%-ზე დატოვებს

TBC Capital-ი მოელის, რომ ინფლაციის ზრდის მიუხედავად, სები რეფინანსირების განაკვეთს 8%-ზე დატოვებს

BM.GE5 მაისი, 2026, 22:55|bm.ge

TBC Capital-ი მოელის, რომ ინფლაციის ზრდის მიუხედავად, სები რეფინანსირების განაკვეთს 8%-ზე დატოვებს - ამის შესახებ აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებულ შეფასებაში. ამავე დოკუმენტში TBC Capital-ი აღნიშნავს, რომ ისინი ქვეყანაში უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას მოელიან, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. ასევე გაზარდეს ინფლაციის პროგნოზი 5.6%-დან 6%-მდე.

შესაბამისად, ორგანიზაციაში მოელიან, რომ ხვალინდელ სხდომაზე სები რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, შეინარჩუნებს.

"თიბისი კაპიტალის მოლოდინით, სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს. რაც შეეხება ლარს, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, საბაზო სცენარით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება,"- ნათქვამია TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

ინოვაცია განათლების ბაზარზე: როგორ ცვლის „ორიენტირი“ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების სტანდარტს

BM.GE

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

FAO ხელოვნური ინტელექტის დახმარებით საქართველოში ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის ჯიშებს შეისწავლის

BM.GE

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

სომხეთში წარუკიანის NOY-ის კონიაკის ქარხანა სახელმწიფოს მართვაში გადავიდა

BM.GE

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

"კითხვა გვაქვს, რა მეთოდოლოგიით დადგინდა ტექნიკის ფასების საბაზრო ღირებულება" - რა შენიშვნები აქვთ მშენებლებს?

BM.GE