მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 21:34|bm.ge

„თბილისი მარათონის“ გამო 26 სექტემბრის 23:00 საათიდან 27 სექტემბრის 13:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე - შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან (ზეთისხილის ხიდან) მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ვერ შეძლებენ გადაადგილებას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

27 სექტემბრის 06:00 საათიდან 12:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ მონაკვეთებზეც: ინაშვილის, რევაზ თაბუკაშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დაჩი უჯარმელის ქუჩებზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შესაბამის მონაკვეთზე, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, დიმიტრი გულუას მოედანზე, გია გულუას, ჯოვანი სკუდიერის, ხიდის, იტალიის, სოლიკო ვირსალაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებზე. აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა გარბენის პარალელურად, ეტაპობრივად გაიხსნება.

შეზღუდვის პერიოდში პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხვედრას შეძლებენ თამარ ჭოველიძის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანის, იერუსალიმის, თუმანიანის, ვახტანგ გორგასლისა და გულუას ქუჩების გავლით.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ამომსვლელი ავტომანქანები ვერ გააგრძელებენ მოძრაობას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისკენ, მოძრაობის გაგრძელება შეეძლებათ მხოლოდ გალაკტიონის ხიდის გავლით კოტე მარჯანიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

გულუას ქუჩიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით და 300 არაგველის ხიდის გავლით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 165 სტატია.

  • თამარ მეფის ხიდი - როგორ აშენდა თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული საინჟინრო ნაგებობა და რა საიდუმლოებებს ინახავს მისი ისტორიარუსთავი 2
  • პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - თბილისში სამი პირი დააკავესტვ პირველი
  • თბილისში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსი დააკავეს, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებანეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხის მიზეზად სიაში მისი საკუთარი კანდიდატურის არყოფნა დაასახელა

დონალდ ტრამპმა არჩევნებში მარცხის მიზეზად სიაში მისი საკუთარი კანდიდატურის არყოფნა დაასახელა

BM.GE

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გამართა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთში მასშტაბური მარკეტინგული კამპანია გამართა

BM.GE

მოლდოვამ რუსული გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა

მოლდოვამ რუსული გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა

BM.GE

10 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

10 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE