მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თბილისი მარიოტი", "ქორთიარდი" და "მოქსი" კახა გველესიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ
"თბილისი მარიოტი", "ქორთიარდი" და "მოქსი" კახა გველესიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

"თბილისი მარიოტი", "ქორთიარდი" და "მოქსი" კახა გველესიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

BM.GE2 ივლისი, 2026, 21:26|bm.ge

„თბილისი მარიოტის“, „ქორთიარდ თბილისისა“ და „მოქსი თბილისის“ გუნდი ბიზნესმენ კახა გველესიანის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.

სასტუმროების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კახა გველესიანის სახელს უკავშირდება ქვეყანაში ტურიზმის სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება, მათ შორის აღნიშნული სასტუმროების, ასევე „ექსპო ჯორჯიასა“ და საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის, „Tbilisi Art Fair”-ის შექმნა.

კომპანიაში იხსენებენ 2002 წლის ისტორიულ კადრს, რომელიც „თბილისი მარიოტის“ გახსნას ასახავს და სადაც გახსნაზე მომუშავე გუნდთან ერთად კახა გველესიანიც არის აღბეჭდილი. სასტუმროების გუნდის თქმით, ეს პროექტები მისი პროფესიონალიზმისა და საქართველოში თანამედროვე მასპინძლობის კულტურის განვითარებისადმი თავდადების ნაყოფია.

„ბატონი კახა იყო ფართო მსოფლმხედველობისა და მაღალი კულტურის ადამიანი. მისი საქმიანი მიდგომები და დახვეწილი ხედვა, რომლითაც ის სხვადასხვა ბიზნეს თუ კულტურულ ინიციატივებს უძღვებოდა, ჩვენთვის მუდამ შთამაგონებელი იქნება. მან შეძლო შეექმნა პროექტები, რომლებიც დღესაც გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ბატონი კახას მიერ დანერგილი ფასეულობები ჩვენი გუნდისთვის მუდამ ღირებული იქნება და ვეცდებით, ღირსეულად გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც მან საფუძველი ჩაუყარა“, - ნათქვამია განცხადებაში.

სასტუმროების გუნდი აღნიშნავს, რომ მათ განსაკუთრებით დააკლდებათ კახა გველესიანი, რომელსაც გამორჩეულად უყვარდა „თბილისი მარიოტი“ და ხშირად სტუმრობდა მას: „ხშირად შეგხვდებოდათ სასტუმროს ლობიში თუ პატიოში, სადაც მისი თბილი და მეგობრული ყოფნა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • თბილისში წვიმის შედეგად დაზიანებული ქუჩები გაწმენდილიაიმედი
  • თბილისში, კუკიის სასაფლაოდან მახათასკენ გადასასვლელ გზაზე მიწა ჩამოიშალაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • თბილისი (პანტიანი)-მანგლისის გზის 21.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობსრუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

17 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

17 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

BM.GE

ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?

ინდოეთში ექსპორტი გაორმაგებულია | რას ვყიდით/ვყიდულობთ?

BM.GE

თბილისში 38 სკოლის მოსწავლეები უფასო ტრანსპორტირებით იქნებიან უზრუნველყოფილი - სია და განრიგი

თბილისში 38 სკოლის მოსწავლეები უფასო ტრანსპორტირებით იქნებიან უზრუნველყოფილი - სია და განრიგი

BM.GE