მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისი-რუსთავის ფონიჭალის მონაკვეთის ავტობანისთვის მიწების გამოსყიდვა ₾17 მლნ ჯდება
თბილისი-რუსთავის ფონიჭალის მონაკვეთის ავტობანისთვის მიწების გამოსყიდვა ₾17 მლნ ჯდება

თბილისი-რუსთავის ფონიჭალის მონაკვეთის ავტობანისთვის მიწების გამოსყიდვა ₾17 მლნ ჯდება

BM.GE29 ივლისი, 2026, 17:48|bm.ge

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ფონიჭალის შემოვლითი მონაკვეთისთვის მიწების გამოსყიდვის ღირებულება 17.1 მილიონ ლარს შეადგენს - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ BMG-ის კითხვებზე მოწოდებულ პასუხში არის აღნიშნული. უწყების თანახმად, პროექტი საერთო ჯამში 66 ერთეული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა არის განსაზღვრული, რომელთა ფართობიც 62,271 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ამ მიწის ნაკვეთებიდან ამ დროისთვის უკვე გამოსყიდულია 51 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომელთა ფართობიც 43,173 კვადრატული მეტრია, რაშიც ბიუჯეტმა 12 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად სახელმწიფომ ამ პროექტში კერძო მესაკუთრეებისგან ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 279 ლარად, ანუ 106 დოლარად შეიძინა.

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობა 2019 წელს თავდაპირველი პროექტის ხარვეზების და ქვემო ფონიჭალის მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყდა. პირვანდელი პროექტით მაგისტრალს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ქვემო ფონიჭალაში უნდა გაევლო, თუმცა საცხოვრებელი ზონიდან გზის 50 მეტრზე ნაკლები დაშორების და სხვა ფაქტორების გამო მოსახლეობამ მისი შეჩერება მოითხოვა.

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის პროექტი 2014 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაიწყო და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. გზის პირველი და მესამე მონაკვეთების მშენებლობა დასრულებულია. სამუშაოებზე 184 მლნ ლარი უკვე დაიხარჯა.

2024 წლის ივნისში მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ხელახალი ტენდერი გზის საპროექტო სამუშაოებზე. ტენდერში კომპანია "კოკს კონსალტის" საქართველოს ფილიალმა გაიმარჯვა და მას 3.2 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.

2025 წლის აპრილში საპროექტო სამუშაოები დასრულდა. ახალი 3.6-კილომეტრიანი პროექტით, შეიცვალა ფონიჭალის მონაკვეთის განლაგება. თუკი წინა პროექტით გზას ფონიჭალაზე უნდა გაევლო, ახალი პროექტით გზა ფონიჭალის ძველ გზაზე აღარ გაივლიდა, 211 მეტრის სიგრძის ხიდით გადაკვეთდა მტკვარს, შემდეგ დაახლოებით 1 კილომეტრს გაივლის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (სადაც ახლა კერძო სახლებია), შემდეგ 170-მეტრიანი ხიდით გადაკვეთს მტკვარს, დაბრუნდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გაივლის ტერიტორიას, სადაც ამჟამად ინდუსტრიული ზონაა და დაუკავშირდება გზის უკვე დასრულებულ მონაკვეთს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის 2025 წლის ოქტომბერში 113 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში წინადადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ, თურქულმა YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ-მ წარადგინა 103.6 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნაკლოვანებების გამო სატენდერო კომისიამ მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა, რის გამოც ტენდერი უშედეგოდ დასრულდა.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გასულ წელს გზაზე ტენდერი გამოცხადდა ისე, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს არ ჰქონდა კერძო მესაკუთრეებისგან მიწები გამოსყიდული, ამჟამინდელი მდგომარეობითაც, ტერიტორიაზე მიწის გამოსყიდვა არაა დასრულებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ომი და შავი ზღვის პორტებზე თავდასხმები სასურსათო უსაფრთხოებას უმძიმეს დარტყმას აყენებს" - გაერო

"ომი და შავი ზღვის პორტებზე თავდასხმები სასურსათო უსაფრთხოებას უმძიმეს დარტყმას აყენებს" - გაერო

BM.GE

როგორია მოლოდინი FED-ის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

როგორია მოლოდინი FED-ის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

BM.GE

სეტყვა, წყალმოვარდნები და მეწყრული საფრთხე - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სეტყვა, წყალმოვარდნები და მეწყრული საფრთხე - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

BM.GE

19 უძრავი ქონება, $0.5 მლნ-ის დანაზოგი ნაღდი ფულით| რა ქონებას ფლობს ირაკლი კირცხალია?

19 უძრავი ქონება, $0.5 მლნ-ის დანაზოგი ნაღდი ფულით| რა ქონებას ფლობს ირაკლი კირცხალია?

BM.GE