მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი გახანგრძლივდა
თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი გახანგრძლივდა

თბილისი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ტენდერი გახანგრძლივდა

BM.GE13 ივლისი, 2026, 20:15|bm.ge

თბილისი-რუსთავის, თბილისი-აეროპორტის, თბილისი-ლილოს და თბილისი-მცხეთის დამაკავშირებელი საქალაქო მატარებლის (მიწისზედა მეტროს) პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი 20 ივლისამდე გახანგრძლივდა. ტენდერი დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მისი გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.

საერთაშორისო ტენდერი 13 მაისს აზიის განვითარების ბანკის სისტემაში გამოქვეყნდა. პროექტი სწორედ ADB-ის კრედიტით ფინანსდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების ანაზღაურებასა და პროექტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული, ხოლო დამატებით 60 ათასი დოლარი რეზერვის (Provisional Sum) სახით არის გამოყოფილი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტის კონცეფცია ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას და ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და თბილისის აღმოსავლეთ რაიონებთან საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოს აღმოსავლეთ ნაწილისა და ფონიჭალის მიმართულებებით. ძირითადი აქცენტი არსებული სარკინიგზო ქსელის გამოყენებაზე გაკეთდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ახალი მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც განიხილონ.

ტენდერის პირობებით, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს მგზავრთნაკადების პროგნოზი 10-, 20- და 30-წლიანი პერიოდისთვის, შეაფასოს ავტომობილებიდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლის პოტენციალი, განსაზღვროს სადგურების ლოკაციები, მოძრავი შემადგენლობის მოთხოვნები, დეპოების განთავსება და სატარიფო პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი.

კვლევა ასევე მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, კლიმატური რისკების ანალიზს, სოციალური ზემოქმედების შესწავლას, საინჟინრო გადაწყვეტილებების დამუშავებასა და პროექტის ეკონომიკურ-ფინანსურ ანალიზს. კონსულტანტს დაევალება საინვესტიციო და საოპერაციო ხარჯების დათვლა, ხარჯ-სარგებლის ანალიზის ჩატარება, ეკონომიკური უკუგების მაჩვენებლის (EIRR) განსაზღვრა და პროექტის ფინანსური მდგრადობის შეფასება.

ADB-ის ტექნიკური დოკუმენტის მიხედვით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება მთლიან გადაადგილებებში 2016-2025 წლებში 39%-დან 48%-მდე გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 540 ათასიდან 880 ათასამდე გაიზარდა, რამაც საცობების, ჰაერის დაბინძურებისა და სათბურის აირების ემისიების ზრდა გამოიწვია. ასევე 2016-2026 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის მოსახლეობა - 1.37 მილიონ მაცხოვრებლამდე, რაც მოსახლეობის 224 ათასი მაცხოვრებლით, ანუ 20%-ით ზრდას ნიშნავს. პარალელურად კი იზრდება თბილისის მიმდებარე ქალაქების რუსთავის და მცხეთის მოსახლეობაც, რაც დამატებით ზეწოლას ქმნის თბილისი-მცხეთის და თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე.

ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რვა თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს. საბოლოო ანგარიში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის მისაღებ საინვესტიციო პაკეტს უნდა წარმოადგენდეს და გახდეს საფუძველი თბილისის აგლომერაციაში მიწისზედა მეტროსა და საქალაქო მატარებლის სისტემის შესაძლო დაფინანსებისა და განხორციელებისთვის. საკონსულტაციო კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენისთვის ვადა 13 ივლისამდე აქვთ.

თბილისსა და რუსთავს შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეა "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა. იდეა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე გააჟღერა და განაცხადა, რომ მასზე თბილისის მერია და საქართველოს რკინიგზა იმუშავებდნენ. პრეზენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამგორი ლილოსა და აეროპორტს უნდა დაკავშირებოდა, მეორე ეტაპზე კი რუსთავის თბილისთან დაკავშირება იგეგმებოდა, თუმცა შემდგომში აღნიშნული პროექტის განვითარება შეჩერდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენსიმედი
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
  • ექს-პრემიერის საქმე: თბილისის ყოფილი პროკურორი განმარტავს, რა სამართლებრივ შეკითხვებს აჩენს ღარიბაშვილის ქეისიტვ პირველი
  • კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინებანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE