მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება - სამინისტროს განცხადება
თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება - სამინისტროს განცხადება

თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება - სამინისტროს განცხადება

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 23:36|bm.ge

თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი განახლდება. განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება უწყებათაშორის ფორმატში საკითხის განხილვის, ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიიღეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.

"ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა. ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება.

აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მკაცრი ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ შეასრულებს. ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულების ხარისხზე უწყვეტ ინდივიდუალურ ექსპერტულ კონტროლს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები განახორციელებენ. სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახური სკოლაში დამატებით პერსონალს გამოყოფს.

ამასთან, განათლების სამინისტრო აგრძელებს შესაბამისი ალტერნატიული ფართის მოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს სკოლის შენობაზე შემდგომი, ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.

როგორც მიმდინარე სამუშაოები, ისე შენობის მდგომარეობა და სასწავლო გარემოს უსაფრთხოება შესაბამისი უწყებების მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდება", - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის N21 საჯარო სკოლაში (ყოფილი მე-6 გერმანული სკოლა) სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს მოულოდნელად შეწყდა. ოფიციალურ საფუძვლად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა დასახელდა, რომლის მიხედვითაც შენობა ავარიულად შეფასდა და მისი დემონტაჟი/სრული დაცლა გახდა საჭირო.

გადაწყვეტილებას მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა, რამაც განათლების სამინისტრო აიძულა, პოზიცია შეეცვალა. ორ კვირაზე ნაკლებ დროში სამხარაულის ბიურომ დამაზუსტებელი დასკვნა გამოაქვეყნა: უწყებამ რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება დააანონსა, რის შემდეგაც მოსწავლეები 2026-2027 სასწავლო წლის ბოლომდე სწავლას ისევ 21-ე სკოლის შენობაში გააგრძელებენ, პარალელურად კი ნაგებობის მონიტორინგი განხორციელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III თბილისში, მეტეხის ხიდზე პარაკლისს აღავლენსრუსთავი 2
  • პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - თბილისში სამი პირი დააკავესტვ პირველი
  • თბილისში ვადაგასული პასპორტის მქონე ბელარუსი დააკავეს, მას სამშობლოში დეპორტაცია ემუქრებანეტგაზეთი
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →პროცესი →სკოლის →

მსგავსი სტატიები

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

BM.GE

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

BM.GE

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE