მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის 37-ე სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა
თბილისის 37-ე სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა

თბილისის 37-ე სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 16:53|bm.ge

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისში, დოდო აბაშიძის ქუჩა N4-ში მდებარე N37 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის სავარაუდო ღირებულება 1.14 მილიონი ლარია, დღგ-ის გარეშე. შესყიდვა მოიცავს საინჟინრო-საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. მომსახურების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 კალენდარული თვეა. პროექტირების დასრულების შემდეგ სამინისტრო ფასების მოკვლევას გამოაცხადებს, რომლის საფუძველზეც გაირკვევა თუ რამდენი მილიონი ლარი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება.

საკონკურსო წინადადებების მიღება 2026 წლის 11 ნოემბერს დაიწყება და 16 ნოემბერს, 12:30 საათზე დასრულდება. შესყიდვის კატეგორიაა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.

N37 საჯარო სკოლის არსებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა 2025 წლის 14 ნოემბერს იქნა შესწავლილი. ექსპერტის დასკვნის მიხედვით, შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ძირითადი სასწავლო შენობა, ავარიულ მდგომარეობაშია და მისი დაზიანებები IV ხარისხს შეესაბამება. დასკვნის მიხედვით, შენობის ეს ნაწილი გამაგრებას არ ექვემდებარება და რეკომენდებულია მისი დემონტაჟი.

ექსპერტიზის მიხედვით, მეორე ნაგებობის მდგომარეობაც არადამაკმაყოფილებელია და მისი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის გამაგრებითი სამუშაოებია საჭირო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ სამუშაოების მასშტაბისა და ტექნიკური სირთულის გათვალისწინებით, აღდგენის მიზანშეწონილობა უნდა შეფასდეს ახალი შენობის მშენებლობისა და არსებული შენობის აღდგენის ხარჯების შედარების საფუძველზე. სკოლას ასევე აკავშირებს გადასასვლელი ნაგებობა, რომლის მდგომარეობაც III ხარისხის დაზიანებებს შეესაბამება და რომლის დემონტაჟიც რეკომენდებულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებსნეტგაზეთი
  • აღმოჩენილია ძაღლების ახალი სამარხები თბილისში - ცხოველთა უფლებადამცველებმა მას დიღომში მიაგნესტვ პირველი
  • თბილისში, სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულიარუსთავი 2
  • თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლესფორმულა
თბილისში →სკოლის →

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE