მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის გრძელდება კვლევითი სამუშაოები - მთავრობის ანგარიში
თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის გრძელდება კვლევითი სამუშაოები - მთავრობის ანგარიში

თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის გრძელდება კვლევითი სამუშაოები - მთავრობის ანგარიში

BM.GE2 ივნისი, 2026, 16:46|bm.ge

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის თანახმად, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისთვის, საანგარიშო პერიოდში, ვაზიანის ყოფილ სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობდა და გრძელდება საპროექტო კვლევითი სამუშაოები.

დოკუმენტში, რომელიც 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, აღნიშნულია, რომ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობდა და გრძელდება ტერმინალის გაფართოება, ახალი საჰაერო ხომალდების სადგომი ბაქნისა და დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების საპარკინგე სივრცეების მოწყობა, რის შედეგადაც, თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან 10 მლნ მგზავრამდე გაიზრდება.

ანგარიშში ასევე წერია, რომ აქტიურ ფაზაშია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამასთან, დასკვნით ეტაპზეა თელავის აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია, რის შემდეგაც, დაიწყება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცესი. ასევე, დასრულებულია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტზე მუშაობა.

ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკაც და აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონში არსებული ვითარების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად, 2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს საავიაციო სექტორში შენარჩუნდა საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. 2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 7799 რეისი განხორციელდა, რაც წლიურად 8.70%-იანი ზრდაა. ასევე, წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირების უფლება 2 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა (Norwegian Air Sweden, China Eastern Airlines). ამასთან, საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით, სააგენტოში შესულია რუმინეთის ავიაკომპანია „DAN AIR"- ის განაცხადი, რომელიც 1 ივლისიდან გეგმავს რეგულარული ფრენების შესრულებას ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

2026 წელს, "თელასი" დივიდენდს არ გასცემს|რატომ?

BM.GE

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

BM.GE

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE