მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს - პროექტის ღირებულება ₾1.07 მლნ-ია
„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს - პროექტის ღირებულება ₾1.07 მლნ-ია

„თბილისის განვითარების ფონდი“ ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს - პროექტის ღირებულება ₾1.07 მლნ-ია

BM.GE8 ივლისი, 2026, 16:21|bm.ge

„თბილისის განვითარების ფონდი“ ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და აღნიშნულ ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია.

„ჩატარებული კონსტრუქციული კვლევების თანახმად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში რესტავრირებული შენობის მზიდი კონსტრუქციები არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. ობიექტს მინიჭებული აქვს ავარიულობის III კატეგორია, რის გამოც მისი ნაწილობრივი დაშლისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტური სახით აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია დავალების მიცემიდან 14 თვე.

თბილისის მერს სხდომაზე პროექტის ღირებულების შესახებ დეტალები არ გაუსაჯაროებია, როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, სამუშაოებს შპს „აბსოლუტპლუსი“ განახორციელებს. სამუშაოების ღირებულება კი 1 074 573 ლარი იქნება.

თავად „თბილისის განვითარების ფონდს“ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 1 172 832 ლარი ჰქონდა განსაზღვრული. ტენდერში „აბსოლუტპლუსთან“ ერთად კიდევ ერთი კომპანია, შპს „რესტავრატორები და კომპანია“ შევიდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნებას.

„შენობის ექსტერიერი სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ სახეს. პროექტის მიზანია დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლება და ქალაქის უნიკალური ურბანული იერსახის შენარჩუნება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობა იქნება განახლებული“, - ამბობს კახა კალაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 195 სტატია.

  • დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობსიმედი
  • ზახაროვა: დიპურთიერთობების აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდესნეტგაზეთი
  • შსს: თბილისში მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცეს, ფაქტზე 5 პირი დავაკავეთფორმულა
  • 18 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →სახლი →

მსგავსი სტატიები

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

ბანკთაშორისი დაკრედიტება წლიურად 724%-ით, 842 მილიონ ლარამდე გაიზარდა

BM.GE

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

ჰორმუზის სრუტის ნავთობის კრიზისი: რამდენად "ღიაა" გლობალური ენერგომომარაგება?

BM.GE

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისში, ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის რეაბილიტაციაზე 4.4-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

"ექსპო ჯორჯიას" 99.4%-ის მესაკუთრე "სითი ექსპო" მინორიტარირებისგან დარჩენილი წილის გამოსყიდვას გეგმავს

"ექსპო ჯორჯიას" 99.4%-ის მესაკუთრე "სითი ექსპო" მინორიტარირებისგან დარჩენილი წილის გამოსყიდვას გეგმავს

BM.GE