მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის მერია 3,5 მლნ ლარად 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ყიდულობს
თბილისის მერია 3,5 მლნ ლარად 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ყიდულობს

თბილისის მერია 3,5 მლნ ლარად 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ყიდულობს

BM.GE17 ივლისი, 2026, 14:45|bm.ge

შპს "თბილსერვის ჯგუფი" 100 ცალ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ყიდულობს. 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 3,5 მლნ ლარია.

შესყიდვა მოიცავს კონტეინერების მიწოდება/მონტაჟსაც, ანუ მიწისქვეშ განთავსებასაც.

წინადადებების მიღება 12 აგვისტოს დაიწყება და 17 აგვისტოს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი დამზადებული უნდა იყოს მთლიანად პოლიეთილენისაგან ან/და უჟანგავი ფოლადისგან. მოცულობა 3 მ3. ასევე, დაუხარისხებელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერი უნდა იყოს მთლიანად წყალშეუღწევი და არ უნდა საჭიროებდეს პარკებს ან რაიმე სხვა ტიპის მასალებს ნარჩენების განსათავსებლად.

სად განთავსდება ახალი მიწისქვეშა კონტეინტერები, უცნობია. მსგავსი ტიპის ნაგავშემკრები კონტეინერები თბილისში რამდენიმე ქუჩაზეა განთავსებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 200 სტატია.

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართაიმედი
  • თბილისი Google-ის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდარუსთავი 2
  • თბილისში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

BM.GE

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

BM.GE

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE