მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისის წისქვილკომბინატის მფლობელმა, მერიას დემონტაჟის განაცხადით მიმართა
თბილისის წისქვილკომბინატის მფლობელმა, მერიას დემონტაჟის განაცხადით მიმართა

თბილისის წისქვილკომბინატის მფლობელმა, მერიას დემონტაჟის განაცხადით მიმართა

BM.GE14 ივლისი, 2026, 02:22|bm.ge

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარე წისქვილკომბინატი შესაძლოა დემონტაჟს დაექვემდებაროს, შესაბამისი განაცხადით ობიექტის მფლობელმა შპს "აგროსისტემებმა" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა.

ობიექტი 56,454 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. კომბინატი წარსულში აღმოსავლეთ საქართველოს მთავარ ხორბლის ელევატორს წარმოადგენდა, რომელშიც ასევე წისქვილი და პურის ქარხანა იყო განთავსებული.

თუმცა, ამჟამად კომბინატი აღარ ოპერირებს, მის ნაცვლად კი თბილისისთვის ელევატორის ფუნქციას უფრო ახალი ნაგებობები ასრულებენ.

კომპანიამ წისქვილკომბინატის დემონტაჟის განაცხადით თბილისის მერიას 2026 წლის აპრილში მიმართა, 3 ივლისის დოკუმენტის თანახმად კი კომპანიას პასუხის შესახებ 2026 წლის 17 ივლისამდე ეცნობება.

შპს "აგროსისტემები" საქართველოში რამდენიმე ელევატორს ფლობს, ამჟამად ოპერირებაშია მარნეულის რაიონის სოფელ იაღლუჯასა და კაჭრეთში მდებარე წისქვილკომბინატები. კომპანიის ჯამური აქტივები 39 მილიონ ლარს, წლიური შემოსავლები კი 50 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, "აგროსისტემების" 100%-ის წილი ეკუთვნის აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ასაბილ გასიმოვს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვესფორმულა
  • თბილისში გარდაცვლილი იპოვეს აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავანეტგაზეთი
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეიმედი
  • თბილისის ზოგიერთ რაიონში წყლის მიწოდება შეიზღუდება - GWP მოსახლეობას აფრთხილებსრუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

BM.GE

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

BM.GE

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

BM.GE

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

BM.GE