მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში ჰაერის გამწმენდი მცენარეების მაღალტექნოლოგიური სივრცე Planter გაიხსნა
თბილისში ჰაერის გამწმენდი მცენარეების მაღალტექნოლოგიური სივრცე Planter გაიხსნა

თბილისში ჰაერის გამწმენდი მცენარეების მაღალტექნოლოგიური სივრცე Planter გაიხსნა

BM.GE21 ივლისი, 2026, 03:55|bm.ge

თბილისში ახალი კომპანია Planter ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს შიდა სივრცისთვის განკუთვნილ ჰაერის გამწმენდ მცენარეებსა და მათ მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებს სთავაზობს. ობიექტი, რომელიც 19 ივლისს გაიხსნა, ნაფეტვრებში მდებარეობს.

მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე იაკობიძის თქმით, პროექტის შექმნის იდეა ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე დაკვირვების შემდეგ გაჩნდა.

„თბილისსა და სხვა ქალაქებში ჰაერის დაბინძურება აქტუალური საკითხია. დავფიქრდი, რომ შეუძლებელი იყო არ არსებულიყო მცენარე, რომელიც ჰაერს წმენდს. კვლევის შემდეგ აღმოვაჩინე შიდა სივრცის მცენარეები, რომლებსაც თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს“, - ამბობს იაკობიძე.

მისი თქმით, კომპანია მაღალტექნოლოგიურ სათბურში მოყვანილ მცენარეებს სთავაზობს მომხმარებლებს, თუმცა მთავარი განსხვავება არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ მომსახურების ფორმატია.

„ჩვენი მიმართულება კონკრეტულად ჰაერის გამწმენდი მცენარეებია. მომხმარებელს ready to use პროდუქტს ვთავაზობთ - მცენარე უკვე გადარგულია ხარისხიან ნიადაგში, დრენაჟითა და სასურველ ქოთანში. მისი ყიდვის შემდეგ დამატებითი გადარგვა და მომზადება აღარ სჭირდება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

Planter მომხმარებლებს დამატებით რამდენიმე სერვისსაც სთავაზობს, მათ შორის ქოთნების ხელით მოხატვას, QR-კოდს მცენარის მოვლის ინსტრუქციით, მცენარეების დროებით მოვლასა და ბიზნესებისთვის სააბონენტო მომსახურებას.

„თუ რესტორანს ან ოფისს გამწვანება სჭირდება, მცენარეებს ჩვენ ვარჩევთ, ვათავსებთ და შემდეგ რეგულარულად ვუვლით. საჭიროების შემთხვევაში დაზიანებულ მცენარეს უფასოდაც ვცვლით“, - ამბობს იაკობიძე.

მისივე ინფორმაციით, მცენარეების ფასი ზომის მიხედვით 25-70 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ინდივიდუალური სერვისების ღირებულება პროექტის მასშტაბისა და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად განისაზღვრება.

კომპანია ამ ეტაპზე ხუთ ადამიანს ასაქმებს, მათ შორის აგრონომებს, დიზაინერს, გაყიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულების თანამშრომლებს. Planter-ის სივრცე ნაფეტვრებში მდებარეობს.

როგორც ალექსანდრე იაკობიძე აღნიშნავს, ობიექტი 19 ივლისს გაიხსნა და უკვე იწყებს კორპორატიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • გია ხუხაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა: ძირითადად საუბარი იყო ჯორბენაძეზე. მე, რაც საჯარო სივრცეში ვთქვი იგივე ვუპასუხე, რომ არ ვიცნობ ამ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზეიმედი
  • თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლაფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმის მოდელი ერთ კვირაში გახდება ცნობილი|კაკაურიძე

ფიზიკური პირების ქონების გადასახადის რეფორმის მოდელი ერთ კვირაში გახდება ცნობილი|კაკაურიძე

BM.GE

გამოვლინდა 20 727 დარღვევა - გზებზე ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგის 3 წლის შედეგები

გამოვლინდა 20 727 დარღვევა - გზებზე ხილული გამონაბოლქვის მონიტორინგის 3 წლის შედეგები

BM.GE

წლის ბოლოს დოლარის კურსი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი - TBC Capital

წლის ბოლოს დოლარის კურსი 2.60-2.65 ლარის ფარგლებშია მოსალოდნელი - TBC Capital

BM.GE

სუეცის არხში გემების რაოდენობა იზრდება - როგორ შეიცვალა საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება?

სუეცის არხში გემების რაოდენობა იზრდება - როგორ შეიცვალა საკონტეინერო გადაზიდვების ღირებულება?

BM.GE