მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ფორმულა|formulanews.ge

30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან ახლოს, მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ მარკის სატვირთოს შეეჯახა და ხევში გადავარდა. ავტობუსში 47 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა 95% ქართველი იყო.

ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 26 დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვია. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის 45 წლის ვალერი მაჭავარიანი, რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში დასვენების შემდეგ მოსკოვში ბრუნდებოდა.

მისი მეუღლე კრიტიკულ მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით რეანიმაციაში იმყოფება. მძიმე დაზიანებები მიიღეს მათმა შვილებმაც — 6 წლის ბავშვს ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართაიმედი
  • დღეს, თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება|"თელასი"BM.GE
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გარდაცვლილი კაცი იპოვეს

ფორმულა

ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შემდეგ ჰესების გვირაბებში ჩარჩენილ ასობით მუშას ეძებენ

ჰიმალაის რეგიონში სტიქიის შემდეგ ჰესების გვირაბებში ჩარჩენილ ასობით მუშას ეძებენ

ფორმულა

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ

სვანეთში, 20 წლის გოგოს ეძებენ

ფორმულა

ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა

ფარულავა: პასუხგაუცემელია, რა მიზნით განხორციელდა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა

ფორმულა