მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისში ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის 257,920 მ²-ზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება
თბილისში ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის 257,920 მ²-ზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის 257,920 მ²-ზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება

BM.GE1 ივნისი, 2026, 14:58|bm.ge

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ყოფილი ელმავალმშენებელი ქარხნის 257,920 მ²-ის უძრავ ქონებაზე ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება - ზონალური ცვლილების შესახებ განაცხადი კომპანია "ჯორჯიან რეილვეი სერვის ჯგუფმა" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს უკვე წარუდგინა.

ტერიტორია მოიცავს მეტრო ღრმაღელედან მეტრო გურამიშვილამდე სივრცეს და ის თბილისში არსებული ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ობიექტია, რომელიც წარსულში ელმავლების მშენებლობით იყო დაკავებული.

განაშენიანების პროექტის თანახმად, ადგილზე 11-დან 26 სართულამდე სიმაღლის საცხოვრებელი კორპუსები განთავსდება. განვითარების პროექტი მოიცავს საერთო ჯამში 280,035 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, ასევე 29,099 კვადრატული მეტრის საზოგადოებრივი ობიექტების, 14,549 კვადრატული მეტრის კომერციული ფართების და 19,864 კვადრატული მეტრის საგანმანათლებლო ობიექტების მშენებლობას.

2025 წლის იანვრიდან ქარხანას "ჯორჯიან რეილვეი სერვის ჯგუფი" ფლობს. ბიზნეს რეესტრის თანახმად, აღნიშნული კომპანიის 100%-იან წილს საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქე სოლომონ ჩხაიძე ფლობს. კომპანია 2023 წელს არის დაფუძნებული და მისი დირექტორის პოსტს ზურაბ ნოზაძე იკავებს. ნოზაძე ასევე არის 2025 წელს დაფუძნებული "გრანდ ბილდინგ ჰაბის" დირექტორი და მესაკუთრე.

თბილისის ელმავალმშენებელი ქარხანა 1957 წელს დაფუძნდა. ქარხანა საბჭოთა პერიოდში ელმავლების წარმოებით იყო დაკავებული. პრივატიზაციის შემდეგ კომპანიისთვის ყველაზე წარმატებული 2013 წელი იყო, როდესაც შემოსავლები 40 მილიონ დოლარს აღემატებოდა, თუმცა უკვე 2017 წლიდან მისი შემოსავალი ჯერ 1.3 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2019 წლის შემდეგ 1 მილიონ დოლარს ჩამოსცდა.

პროექტის ადგილმდებარეობა:

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მესტიაში უკანონო მაინინგის გამო, თითოეული აბონენტი ყოველი გადახდისას დამატებით ₾1.5-ს იხდის - მდინარაძე

მესტიაში უკანონო მაინინგის გამო, თითოეული აბონენტი ყოველი გადახდისას დამატებით ₾1.5-ს იხდის - მდინარაძე

BM.GE

"გაიხილეს შესაძლო თანხვედრის სფეროები" - სახდეპის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"გაიხილეს შესაძლო თანხვედრის სფეროები" - სახდეპის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

მესტიაში დენის მოხმარება ბოლო 5 წელიწადში 45%-ით გაიზარდა - სტატისტიკა წლების მიხედვით

მესტიაში დენის მოხმარება ბოლო 5 წელიწადში 45%-ით გაიზარდა - სტატისტიკა წლების მიხედვით

BM.GE

ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 2026

ბოლნისის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი 2026

BM.GE