მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება „ტრამპთაუერი“, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო - ერიკ ტრამპი
თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება „ტრამპთაუერი“, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო - ერიკ ტრამპი

თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება „ტრამპთაუერი“, ეს არის გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო - ერიკ ტრამპი

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 03:11|bm.ge

"ტრამპის ორგანიზაციის" აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა, განაცხადა რომ „ტრამპთაუერი“ თბილისშიც ცენტრალურ პარკთან იქნება. ამის შესახებ მან 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶, Downtown Tbilisi-ს ოფიციალურ პრეზენტაციაზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის „ტრამპთაუერი“ მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს მზერა მიპყრობილი იქნება საქართველოსკენ.

„ახლა მოხდება განვითარების და დეველოპმენტის ახალი სტანდარტის განსაზღვრა და რადგანაც ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხარისხს, ადგილმდებარეობას, გვინდა, საქართველო მართლაც მოექცეს მსოფლიო რუკაზე და დიდი ყურადღება იქნეს გამოჩენილი საქართველოს მიმართ. ნიუ-იორკში არის ყველაზე ცნობილი ცენტრალური პარკი და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ იქ ყველაზე მაღალი შენობა არის 65-სართულიანი. გვიხარია, რომ მსგავსი ინიციატივა საქართველოშიც იქნება.

დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასეც მოხდება. ძალიან მიხარია, რომ ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის გარდა, თბილისშიც, ცენტრალურ პარკთან იქნება ტრამპ თაუერი და ეს იქნება მართლაც გაგრძელება იმისა, რაც მამაჩემმა დაიწყო და ბევრი წლის წინ განახორციელა. ეს სახელი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდებული. ეს შენობა არის მართლაც ფანტასტიკური და ეს გუნდი არის შესანიშნავი. ეს იქნება ისეთი პროექტი, რომელიც ნამდვილად იქნება საინტერესო მომავალი წლების განმავლობაში“, – განაცხადა ერიკ ტრამპმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 127 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

31 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

31 ოქტომბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

„მილანმა“ და „ინტერმა“ სტადიონის სახელწოდების უფლებებზე შეთანხმებას მიაღწიეს - ახალ „სან სიროს“ „ჯენერალის სტადიონი“ დაერქმევა

„მილანმა“ და „ინტერმა“ სტადიონის სახელწოდების უფლებებზე შეთანხმებას მიაღწიეს - ახალ „სან სიროს“ „ჯენერალის სტადიონი“ დაერქმევა

BM.GE

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE