მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თელავის ცენტრალური ქუჩის აღსადგენად 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული - სამინისტრო
თელავის ცენტრალური ქუჩის აღსადგენად 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული - სამინისტრო

თელავის ცენტრალური ქუჩის აღსადგენად 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული - სამინისტრო

BM.GE12 ივლისი, 2026, 20:13|bm.ge

თელავში, წუხანდელი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თელავში 70-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა გაგზავნა. უწყების ცნობით, ბობკატები, თვითმცლელები, გრეიდერები და ექსკავატორები სტიქიის შტაბთან კოორდინაციით იმ ადგილებზე გადანაწილდებიან, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ყველაზე მეტად არის საჭირო.

სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ მთავრობის წევრები, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, ქალაქის ცენტრალური ქუჩა სერიოზულად არის დაზიანებული.

„ამ წუთებში სრულად მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოიფხვრას ის შედეგები, რასაც დღეს თელავში ვხედავთ, და ქალაქი უმოკლეს ვადაში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება მომავალს, დეტალურად შევისწავლით მომხდარს და გავატარებთ ყველა აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას, რათა მსგავსი სტიქიის განმეორების შემთხვევაში მისი შედეგები მაქსიმალურად იყოს მინიმიზებული“, - განაცხადა სოხაძემ.

ოფიციალური უწყებების განცხადებით, თელავში გზების გაწმენდის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 104 სტატია.

  • ალექსანდრე დარახველიძე: შინაგან საქმეთა სამინისტრო და თითოეული სახელმწიფო უწყება აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს როგორც ტურისტების შემოსვლას, ამავე დროს დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებაიმედი
  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - რა გაკეთდა ₾17 მილიონის ღირებულების პროექტის ფარგლებში

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - რა გაკეთდა ₾17 მილიონის ღირებულების პროექტის ფარგლებში

BM.GE

სესხი მკურნალობისთვის და მხოლოდ ერთი ქონება ბათუმში - რა წერია თორნიკე რიჟვაძის ქონებრივ დეკლარაციაში?

სესხი მკურნალობისთვის და მხოლოდ ერთი ქონება ბათუმში - რა წერია თორნიკე რიჟვაძის ქონებრივ დეკლარაციაში?

BM.GE

როგორია ჩინური CRRC-ის მიერ წარმოებული მეტროს ვაგონები თბილისისთვის - მერია ფოტოებს აქვეყნებს

როგორია ჩინური CRRC-ის მიერ წარმოებული მეტროს ვაგონები თბილისისთვის - მერია ფოტოებს აქვეყნებს

BM.GE

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ერთვებიან

ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში ერთვებიან

BM.GE