მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სესხი მკურნალობისთვის და მხოლოდ ერთი ქონება ბათუმში - რა წერია თორნიკე რიჟვაძის ქონებრივ დეკლარაციაში?
სესხი მკურნალობისთვის და მხოლოდ ერთი ქონება ბათუმში - რა წერია თორნიკე რიჟვაძის ქონებრივ დეკლარაციაში?

სესხი მკურნალობისთვის და მხოლოდ ერთი ქონება ბათუმში - რა წერია თორნიკე რიჟვაძის ქონებრივ დეკლარაციაში?

BM.GE27 აგვისტო, 2026, 01:30|bm.ge

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2026 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციის შევსების თარიღად 16 ივნისია მითითებული.

საქართველოში თორნიკე რიჟვაძის სახელზე მხოლოდ ერთი ქონება – 50 კვ.მეტრი კომერციული ფართობი ფიქსირდება ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

თორნიკეს მამის, დავით რიჟვაძის სახელზეა ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე 67.47 კვ.მეტრი საცხოვრებელი ბინა, ასევე მას აქვს სამი მიწის ნაკვეთი ლანჩხუთში, მთლიანობაში 7 000 კვ.მეტრი მიწა, რომელიც 2011 წელს მისთვის უჩუქებიათ.

დედის, მადონა ბოლქვაძის სახელზე რეგისტრირებულია 20,02 კვ.მეტრი კომერციული ფართობი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც 2025 წელს უყიდია.

მისი მეუღლის, მაგდა მამულაძის სახელზე რეგისტრირებულია ორი მიწის ნაკვეთი ხულოში – 400 კვ. მეტრი მემკვიდრეობით მიღებული და 2825 კვ.მეტრი სოფელ ხიხაძირში. ასევე 71,3 კვ.მეტრი ბინა ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე.

ამასთან, ქონებრივ დეკლარაციაში თორნიკე რიჟვაძეს ასახული აქვს ის სამედიცინო ხარჯი, რომელიც მას თურქეთის და სხვა ქვეყნების კლინიკებში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შემდეგ მკურნალობისთვის დასჭირდა. კერძოდ:

2025 წელს, 40 000 ლარი - სესხი სამედიცინო და ამბოლატორიული მომსახურებისთვის. სესხი დაბრუნდა უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ.

2025 წელს, 22 000 დოლარი - სესხი სამედიცინო და ამბოლატორიული მომსახურების უზრუნველყოფისათვის საჭიროებისამებრ, სესხი დაბრუნდა უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ.

2025 წელს, 45 000 დოლარი - სესხი სამედიცინო და ამბოლატორიული მომსახურების უზრუნველყოფისათვის საჭიროებისამებრ, სესხი დაბრუნდა უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ.

2025 წელს, 45 000 დოლარი - სესხი სამედიცინო და ამბოლატორიული მომსახურების უზრუნველყოფისათვის საჭიროებისამებრ, სესხი დაბრუნდა უძრავი ქონების გასხვისების შემდეგ.

2025 წელს, 9 000 დოლარი - სესხი დაბრუნდა.

დეკლარაციაში ასევე ასახულია, თორნიკე რიჟვაძის ქირურგიული ხარჯები, სამედიცინო ხარჯი, სამედიცინო (ოფთალმოლოგის) მომსახურების ხარჯი.

ასევე, რიჟვაძის საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო ავიატრანსპორტირების ხარჯი 17 500 დოლარი დამჯდარა, რაც რიჟვაძის დედას, მადონა ბოლქვაძეს აქვს გადახდილი.

დეკლარაციის მიხედვით, გარკვეული ხარჯები გაღებულია თურქულ ლირაშიც. მაგალითად, 75 146 ლირაა გადახდილი ოფთალმოლოგის და კიდევ სხვა სამედიცინო მომსახურებაში.

დეკლარაციაში წერია, თორნიკე რიჟვაძის შვილების სწავლის საფასურიც, იგი რიჟვაძის დედას აქვს გადახდილი და 25 395 ფუნტს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 86 სტატია.

  • ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებულიიმედი
  • ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები 2026" ბათუმში გრძელდებარუსთავი 2
  • ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესფორმულა
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?

რა აქტივებს ფლობს კარენ საფარიანი - "ბილტმორის" ახალი მეპატრონე?

BM.GE

ტრამპის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ – რას მოიცავს Economic D-Day?

ტრამპის ახალი სანქციები ირანის წინააღმდეგ – რას მოიცავს Economic D-Day?

BM.GE

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - რა გაკეთდა ₾17 მილიონის ღირებულების პროექტის ფარგლებში

მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - რა გაკეთდა ₾17 მილიონის ღირებულების პროექტის ფარგლებში

BM.GE

როგორია ჩინური CRRC-ის მიერ წარმოებული მეტროს ვაგონები თბილისისთვის - მერია ფოტოებს აქვეყნებს

როგორია ჩინური CRRC-ის მიერ წარმოებული მეტროს ვაგონები თბილისისთვის - მერია ფოტოებს აქვეყნებს

BM.GE