მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თელავისხევის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა და რეაბილიტაცია იგეგმება - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში
თელავისხევის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა და რეაბილიტაცია იგეგმება - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში

თელავისხევის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა და რეაბილიტაცია იგეგმება - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში

BM.GE14 ივლისი, 2026, 17:26|bm.ge

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, პლატონ კალმახელიძის განცხადებით, თელავში რამდენიმე დღის წინ მომხდარი სტიქიის შემდეგ, ქალაქში ყველა კომუნალური სერვისი სრულად აღდგენილია. თუმცა, სათავე ნაგებობების დაზიანების გამო, წყალმომარაგების პრობლემა კვლავ რჩება რამდენიმე სოფელში, სადაც მოსახლეობას სასმელ წყალს მობილური ავზების საშუალებით აწვდიან.

რწმუნებულის განმარტებით, ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდებათ სოფელ კისისხევს, შალაურსა და კულდღელაურს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რათა სპეციალისტებმა დაზიანებულ სათავე ნაგებობებამდე მისვლა და მათი აღდგენა შეძლონ.

„ვეცდებით, მივიდეთ სათავე ნაგებობებთან და აღვადგინოთ წყალმომარაგება. მანამდე კი, ჩვენ მობილური ავზების საშუალებით უზრუნველვყოფთ აღნიშნული სოფლების წყალმომარაგებას. რაც შეეხება სოფელ ვარდისუბანს, ხვალიდან ის თელავის წყალმომარაგების სისტემიდან იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა კალმახელიძემ.

გუბერნატორის თქმით, ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევად სტიქიის შედეგად ადიდებული სოფლის ხევები რჩება. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს თელავში, კავკასიონისა და სეხნიაშვილის ქუჩების კვეთაზე.

გაწმენდითი სამუშაოები დაგეგმილია თელავისხევის 13-კილომეტრიან მონაკვეთზეც, რის შემდეგაც ხევის სრული რეაბილიტაცია და პროექტირება იგეგმება სათავე ნაგებობიდან ალაზნის შესართავამდე.

„პირველ ეტაპზე პრიორიტეტი მიენიჭა თელავისხევის გაწმენდას, რადგან ეს ქმნიდა მოსახლეობისთვის საშიშროებას. დანარჩენი ხევები საშიშროებას უქმნიდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, შემდგომ ეს იყო პრიორიტეტის მეორე ეტაპი“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

დღეიდან მძიმე ტექნიკა მობილიზებული იქნება კისისხევის, შალაურისა და კულდღელაურის ხევებშიც, სადაც ასევე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზემო ლარსის გავლით რუსეთი 113 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა | Politico

ზემო ლარსის გავლით რუსეთი 113 000-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა | Politico

BM.GE

ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზისთვის მიწების ექსპროპრიაცია იგეგმება

ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზისთვის მიწების ექსპროპრიაცია იგეგმება

BM.GE

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აბიტურიენტებს არაავტორიზებულ სასწავლებლებთან დაკავშირებით აფრთხილებს

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აბიტურიენტებს არაავტორიზებულ სასწავლებლებთან დაკავშირებით აფრთხილებს

BM.GE

სომხეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს განიხილავს

სომხეთი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტს განიხილავს

BM.GE