მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Telegram-ი მილიარდი მომხმარებლისთვის არაკასტოდიალურ კრიპტოსაფულეს აამოქმედებს
Telegram-ი მილიარდი მომხმარებლისთვის არაკასტოდიალურ კრიპტოსაფულეს აამოქმედებს

Telegram-ი მილიარდი მომხმარებლისთვის არაკასტოდიალურ კრიპტოსაფულეს აამოქმედებს

BM.GE23 ივლისი, 2026, 01:44|bm.ge

მიმდინარე წლის ზაფხულში Telegram-ი თავისი დაახლოებით მილიარდი მომხმარებლისთვის არაკასტოდიალურ კრიპტოსაფულეს აამოქმედებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაველ დუროვმა განაცხადა და პროექტს "კაცობრიობის ისტორიაში არაკასტოდიალური კრიპტოსაფულის ყველაზე მასშტაბური გაშვება" უწოდა.

არაკასტოდიალური (Non-custodial) კრიპტოსაფულე არის სისტემა, სადაც ციფრულ ვალუტებზე სრული კონტროლი მხოლოდ მფლობელს აქვს. ბირჟებისგან ან მესამე მხარისგან განსხვავებით, ასეთ საფულეში აქტივების მართვისთვის საჭირო პირადი გასაღებები ინახება პირადად მფლობელთან და არა კომპანიის სერვერებზე.

დუროვს დეტალებზე ბევრი არ უსაუბრია; მან მხოლოდ "მყისიერი და საკომისიოს გარეშე კრიპტოტრანზაქციები" დააანონსა და დაადასტურა, რომ საფულე ინტეგრირებული იქნება GRAM-თან - ტოკენთან, რომელიც მანამდე Toncoin-ის სახელით იყო ცნობილი.

განცხადებაში ზაფხულის გარდა კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. ასევე უცნობია, საფულე ავტომატურად გააქტიურდება ყველა მომხმარებლისთვის თუ დასტური იქნება საჭირო, როგორ მოხდება პირადი გასაღების (key) აღდგენა და რომელ იურისდიქციებში იქნება ხელმისაწვდომი სერვისი გაშვების ეტაპზე.

ეს Telegram-ის პირველი ან თუნდაც მეორე კრიპტოსაფულე არ არის. კასტოდიალური ბოტის, @wallet-ის მეშვეობით P2P გადარიცხვები აპლიკაციაში 2022 წლის აპრილიდან არის ხელმისაწვდომი, ხოლო TON Space-ი, რომელიც არაკასტოდიალურ ალტერნატივას წარმოადგენს, უკვე წლებია მუშაობს.

შესაბამისად, დუროვის მიერ დაანონსებული სიახლე უფრო მასშტაბების ცვლილებასა და საფულის სტანდარტულ ფუნქციად ქცევას ეხება, ვიდრე ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი/დაბალი რეფინანსირების განაკვეთი და სად არის საქართველო

რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი/დაბალი რეფინანსირების განაკვეთი და სად არის საქართველო

BM.GE

ტაშკენტი და დუბაი - "კავკასიის უნივერსიტეტი" საერთაშორისო ბაზრებზე გადის

ტაშკენტი და დუბაი - "კავკასიის უნივერსიტეტი" საერთაშორისო ბაზრებზე გადის

BM.GE

უმჯობესი იქნება, ქონების გადასახადი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით შეიცვალოს - ირაკლი შავიშვილი

უმჯობესი იქნება, ქონების გადასახადი ე.წ. ესტონური მოდელის მიხედვით შეიცვალოს - ირაკლი შავიშვილი

BM.GE

TOP 10 სავაჭრო მარშრუტი მსოფლიოში

TOP 10 სავაჭრო მარშრუტი მსოფლიოში

BM.GE