
TEMPO – გეგმას ნუ გადადებ, გამოიყენე შენი შესაძლებლობა პირველი შენატანი – მხოლოდ 5%
SENSA – TEMPO-ს პრემიუმ პროექტი ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან და ზღვასთან ახლოს. შავი ზღვის, მთებისა და მწვანე ლანდშაფტების გარემოცვაში მოქცეული 16-სართულიანი კომპლექსი სულ 168 რეზიდენციას აერთიანებს და შექმნილია მათთვის, ვინც აფასებს სიმშვიდესა და დახვეწილ ზღვისპირა ცხოვრებას.
ნოემბერში SENSA-ში რეზიდენციის შეძენა მხოლოდ 5%-იანი პირველი შენატანით შეგიძლია, დარჩენილ თანხაზე კი 50-თვიანი უპროცენტო განვადება მოქმედებს.
SENSA აგრძელებს იმ გზას, რომელიც TEMPO-მ ბათუმში Queen’s Residence-ითა და Serenade-ით დაიწყო. Queen’s Residence-ის A ბლოკის დათქმულ ვადაში დასრულება კი ამ გამოცდილების ნათელი დასტურია.
SENSA-ს კონცეფციაში ბუნებრივი გარემო მხოლოდ მდებარეობით არ განისაზღვრება. პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტი რეზიდენციის ტრანსფორმირებადი ტერასაა, რომელიც სრულად მოპირკეთებული და ჩაშენებული გათბობის სისტემით აღჭურვილი ჰბარდება. ტერასა დისტანციურად იმართება: ერთი ღილაკით სრულად ან ნაწილობრივ გახსნი მას და შენს პირად სივრცეს ნებისმიერ სეზონსა და განწყობას მოარგებ.
საერთო სივრცეები ყოველდღიური დასვენების, აქტივობისა და ურთიერთობისთვისაა შექმნილი. მათ შორისაა აუზი სახურავზე, ტერასა ბარით, დახურული აუზი, ველნეს- და ფიტნეს-ზონები, იოგისა და პილატესის დარბაზი, რესტორანი, კინოთეატრი, ლაუნჯ-ზონები, ქო-ვორქინგი, საბავშვო და გასართობი სივრცეები, ბიბლიოთეკის კუთხე და ვარსკვლავებზე დაკვირვების სივრცე.
აირჩიე შენზე მორგებული გეგმა – წინასწარი გაყიდვების ეტაპზე რეზიდენცია ბოტანიკურ ბაღთან მხოლოდ 5%-იანი პირველი შენატანით შეგიძლია შეიძინო.
დაასრულე წელი სწორი ინვესტიციით: ისარგებლე ადრეული შეძენის უპირატესობით და იცხოვრე უნიკალურ ბუნებრივ გარემოში.
დაგვიკავშირდით: www.tempoholding.ge 0322 03 55 55
BM.GE
წყარო: bm.ge