
TEMPO საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა
დეველოპერული კომპანია TEMPO საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა. ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის სწრაფ განვითარებას, მაღალ პასუხისმგებლობასა და მისწრაფებას წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკისა და დეველოპერული სექტორის გაძლიერებაში.
2023 წლიდან TEMPO საქართველოში უძრავი ქონების განვითარების ახალ სტანდარტს საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროექტების პორტფელით ამკვიდრებს.
კომპანიის ფილოსოფია ეფუძნება რწმენას, რომ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი რესურსი დროა. სწორედ ამიტომ, TEMPO ქმნის სივრცეებს, რომლებიც ადამიანებს მეტ დროს უტოვებს ცხოვრებისთვის, ქალაქის დინამიკასა და სიმშვიდეს შორის სწორი ბალანსის დაჭერით.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანება TEMPO-სთვის ახალი შესაძლებლობაა, აქტიურად ჩაერთოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პროცესში, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება დარგის ლიდერებს და ხელი შეუწყოს სექტორის მდგრად განვითარებას.
„მივესალმებით კომპანია TEMPO-ს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. დეველოპერულ სექტორში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი პასუხისმგებლობა, ზუსტი დაგეგმვა და ვადების დაცვა. მოხარულები ვართ, რომ ასოციაციის რიგებს შემოუერთდა გუნდი, რომელიც საერთაშორისო დონის სტანდარტების დამკვიდრებასა და ინოვაციურ მიდგომებზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება როგორც კომპანიისთვის, ისე მთლიანად ბიზნესსექტორის განვითარებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge