
TEMPO: წარმატებული ისტორია გრძელდება
მრავალფეროვან ბაზარზე TEMPO სხვა სიტყვებით საუბრობს - ფაქტებით. ამის დასტურია TEMPO-ს პირველი პროექტის Queen's Residence-ის დასრულება: გეგმის მიხედვით, ვადების დაცვით, კომპრომისების გარეშე.
ეს არ არის გამონაკლისი - ეს სისტემაა.
ზუსტად ისე, როგორც დავგეგმეთ
TEMPO-ს სამყაროში ყოველი ნაბიჯი დაგეგმილია. აქ არ არის შემთხვევითი გადაწყვეტილებები და იმპროვიზიბული ნაბიჯები. თითოეული პროექტი იწყება იდეის გენერირებით, გრძელდება კონცეპტუალურად გაწერილი პროცესით და სრულდება პირობის შესრულებით. პირველივე დღეებიდან ეს TEMPO-ს ხელწერაა.
არქიტექტურაში, ისევე როგორც ცხოვრების სტილში, უმაღლესი კლასის განმსაზღვრელი - სიზუსტეა. Tempo-ში არასოდეს იძლევიან დაპირებებს - ისინი უბრალოდ აწესებენ სტანდარტს, სადაც მოლოდინის გამართლება ერთადერთი შესაძლო მოცემულობაა.
დრო, როგორც ფუნდამენტური რესურსი
TEMPO პატივს სცემს ვადებს და აფასებს დროს - არა როგორც აბსტრაქტულ ცნებას, არამედ როგორც ერთადერთ რესურსს, რომელიც ყოველდღიურ გამოცდილებას იმერსიულს ხდის.
ეს მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვისა და მომავალი მაცხოვრებლებისთვის, რომლებისთვისაც დრო პირდაპირ ფინანსურ და ემოციურ ღირებულებას წარმოადგენს. როდესაც დეველოპერი ვადებს უსწრებს, ეს არა მხოლოდ პროფესიონალიზმის, არამედ პატივისცემის გამოხატულებაა ინვესტორის დროის, გეგმებისა და ცხოვრების მიმართ.
Tempo City: ქალაქი ქალაქში
TEMPO-ს ხედვის ყველაზე კარგი გამოხატულება Tempo City-ს კონცეფციაა - „ქალაქი ქალაქში", დამოუკიდებელი ეკოსისტემა ბათუმის ახალ ბულვარში. ეს არის სივრცე, სადაც Queen's Residence და Serenade ერთ მთლიანობას ქმნის.