მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტექ-გიგანტებმა თეთრ სახლში "სუპერინტელექტის" თვითრეგულირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ტექ-გიგანტებმა თეთრ სახლში "სუპერინტელექტის" თვითრეგულირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ტექ-გიგანტებმა თეთრ სახლში "სუპერინტელექტის" თვითრეგულირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი

BM.GE1 ოქტომბერი, 2026, 02:09|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა თეთრ სახლში, ტექნოლოგიური სექტორის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის თვითრეგულირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. როგორც ირკვევა, ახალმა შეთანხმებამ განსაზღვრა ნებაყოფლობითი ვალდებულებების მთელი რიგი, რომელიც მოწინავე ტექნოლოგიების დეველოპერებზე ვრცელდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელმოწერილ დოკუმენტს "თითქმის კონსტიტუციის მსგავსი" და "მორალურად სავალდებულო" უწოდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ამიერიდან ინდუსტრიაში თვითრეგულირების მასშტაბური მექანიზმი ამოქმედდება.

როგორც ირკვევა, დოკუმენტის ფარგლებში ტექნოლოგიური კომპანიები შიდა კონტროლის გამკაცრებასა და საფრთხეების დროულად გამოსავლენად მძლავრი მექანიზმების შექმნაზე შეთანხმდნენ. ამას გარდა, შეთანხმება მრავალდონიანი აუდიტის სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. შემმოწმებლების მიერ მომზადებულ ანგარიშებს დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი კომიტეტი განიხილავს. ამასთან, თეთრი სახლის ადმინისტრაცია მუშაობს სპეციალური კომიტეტის შექმნაზეც, რომელიც მთელ პროცესზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება შეთანხმების მონაწილეებს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას სექტორის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ინიციატივას Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი, Meta-ს ხელმძღვანელი მარკ ზაკერბერგი, Google-ის გენერალური დირექტორი სუნდარ პიჩაი, xAI-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, OpenAI-ის პრეზიდენტი გრეგ ბროკმანი და Anthropic-ის ხელმძღვანელი დარიო ამოდეი შეუერთდნენ.

მარკ ზაკერბერგის განმარტებით, ეს ნაბიჯი მიზნად საზოგადოებასა და მომხმარებლებში ტექნოლოგიის საიმედოობის მიმართ ნდობის გაჩენას ისახავს. Meta-ს ხელმძღვანელის თქმით, ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია, რომელიც მომავალში მთელი ინდუსტრიის გაერთიანებას შეუწყობს ხელს.

შეხვედრისას დონალდ ტრამპმა მედიას ისიც აცნობა, რომ სამთავრობო დოკუმენტაციასა და კომუნიკაციაში ტერმინ „ხელოვნური ინტელექტის“ „სუპერინტელექტით“ ოფიციალურად ჩანაცვლების განკარგულება მზადდება და რომ ის მალე ფედერალურ დონეზე დამკვიდრდება. შესაბამისად, AI-ს SI-თ ჩანაცვლება მსვილ ტექ-გიგანტებსაც მოუწევთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
  • შსს: ნოდარ ჩაჩუას ცოლმა დანაშაული აღიარა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდაფორმულა
  • ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ჩინეთის პირველი სტრატეგიული პარტნიორია ამიერკავკასიაში და პირველი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმარუსთავი 2
  • ზურაბ ჭავჭანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ბათუმელი მედროშე ციხეს ნომებრის დასაწყისში დატოვებსტვ პირველი
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE