მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ტერაბანკის გასხვისებაზე სებ-ში ოფიციალური განცხადება ჯერ არ შესულა
ტერაბანკის გასხვისებაზე სებ-ში ოფიციალური განცხადება ჯერ არ შესულა

ტერაბანკის გასხვისებაზე სებ-ში ოფიციალური განცხადება ჯერ არ შესულა

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 15:59|bm.ge

საბანკო ბაზარზე მფლობელის ცვლილების მოლოდინშია ტერაბანკი. ტერაბანკის აქციონერსა და ლუქსემბურგში დაფუძნებულ AGE ს შორის ტერაბანკის აქციების შეძენის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე 25 აგვისტოში გახდა ცნობილი.

საუბარია სომხეთის ერთ-ერთ უმსხვილეს Ardshinbank-ზე, რომელიც სომეხი ბიზნესმენის, კარენ საფარიანის ბიზნესჯგუფის ნაწილია. Arins Group სომხეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია და აერთიანებს საბანკო, სადაზღვევო და სხვა ფინანსური მომსახურებების მიმართულებებს. ჯგუფის ეკოსისტემაში შემავალ Ardshinbank-ის წილი ქვეყნის საბანკო სისტემის მთლიან აქტივებში 21%-ს შეადგენს

ამ ჯგუფმა ასევე განაცხადა სასტუმრო ბილტმორის შესყიდვაზე.

ჩვენ მივმართეთ ეროვნულ ბანკს, შევიდა თუ არა განაცხადი წილის გსხვისებაზე. როგორც BMG-ის სებში განუცხადეს, ტერაბანკის გასხვისებსთან დაკავშირებით კონსულტაციები ჩართული მხარეების მონაწილეობით უკვე შედგა და ახლა სებ-ი ოფიციალურ მიმართვას ელოდება.

მარეგულირებლის თანხმობა აუცილებელია, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში ტრანზქცია ვერ დასრუდება.

აღსანიშნავია, რომ "ტერაბანკი" საქართველოში აქტივების ზომით რიგით მეექვსე უმსხვილესი ბანკია და მისი ჯამური აქტივები 2026 წლის ივლისის მდგომარეობით 2.27 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის საკრედიტო პორტფელის ზომა 1.72 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკს 2026 წლის პირველ შვიდ თვეში 18 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

გარიგების დასრულებამდე "ტერაბანკის" 87%-ის მფლობელია არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრი შეიხი ნაჰაიან მაბარაკ ალ ნაჰაიანია, 8%-ის მფლობელია შეიხი მოჰამედ ბუტი ალ ჰამედი; ხოლო 5%-ის მფლობელია "ინვესთმენთ თრეიდინგ გრუპი".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია - კახა კალაძე

თბილისის საბავშვო ბაღებში 8 000-ზე მეტი ვაკანტური ადგილია - კახა კალაძე

BM.GE

ევროკომისიამ კანადას ბლოკის ასოცირებული წევრობა შესთავაზა

ევროკომისიამ კანადას ბლოკის ასოცირებული წევრობა შესთავაზა

BM.GE