მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თეთრი სახლი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელები არ აკრძალოს - მიზეზი
თეთრი სახლი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელები არ აკრძალოს - მიზეზი

თეთრი სახლი დიდ ბრიტანეთს მოუწოდებს, 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელები არ აკრძალოს - მიზეზი

BM.GE9 ივნისი, 2026, 22:54|bm.ge

თეთრმა სახლმა დიდ ბრიტანეთს მოუწოდა, არ დააწესოს სოციალური მედიის აკრძალვა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, და განაცხადა, რომ ასეთი შეზღუდვები ამერიკულ ტექნოლოგიურ ფირმებს "არაპროპორციულ" ტვირთად დააწვება.

ონლაინ უსაფრთხოების საკითხზე ბრიტანეთის მთავრობის კონსულტაციებისთვის წარდგენილ დოკუმენტში აშშ-ის მთავრობა ბავშვებისთვის ონლაინ ზიანის მიყენების აღმოსაფხვრელად დაწესებული "უნივერსალური სამთავრობო შეზღუდვებისა" და "უხეში მარეგულირებელი ინსტრუმენტების" წინააღმდეგ გამოვიდა.

ლონდონში აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის ასაკობრივი ბარიერების დაწესება არ იმუშავებს.

"ტექნიკური მეთოდები, რომლებიც შეიქმნა არასრულწლოვნების ზრდასრულებისგან გასარჩევად, არ შეიძლება უბრალოდ მოერგოს უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ზღვრებს," - ნათქვამია განცხადებაში.

ამის ნაცვლად, ტრამპის ადმინისტრაციამ მოუწოდა დიდ ბრიტანეთს, მშობლებს შვილების კონფიდენციალურობის პარამეტრებისა და ანგარიშების კონტროლის სამართავად "მძლავრი ინსტრუმენტები" მიაწოდოს. ასევე, პლატფორმებისგან ჯანსაღი ონლაინ გამოცდილების უზრუნველყოფა მოითხოვოს, "ნაცვლად - სრული აკრძალვებისა".

თეთრმა სახლმა გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ისეთ საკანონმდებლო და მარეგულირებელ გზას ადგანან, რომელიც მიზანში ამერიკულ ტექნოლოგიურ ფირმებს იღებს. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენ გვაშფოთებს რეგულაციები, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს არაპროპორციულ შესაბამისობის ტვირთს აკისრებს, ან რომლებიც ვრცელდება ერთ პლატფორმაზე და არ ვრცელდება მსგავს სერვისებზე".

ონლაინ უსაფრთხოების მიმართ ბრიტანეთის მიდგომა თეთრ სახლსა და დაუნინგ-სტრიტს შორის დაძაბულობის წყაროა. ბრიტანულმა "ონლაინ უსაფრთხოების აქტმა" აშშ-ში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული შიშების გამო კრიტიკა დაიმსახურა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება "უკან იხევს", ხოლო ერთ-ერთმა მაღალი რანგის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აქტს "დიდი ბრიტანეთის ონლაინ ცენზურის კანონი" უწოდა.

მოსალოდნელია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მომავალ კვირაში სოციალური მედიის აპლიკაციების აკრძალვას, სხვადასხვა შემზღუდველ ზომასთან ერთად დააანონსებს, რაც შეიძლება სათამაშო პლატფორმებზე უცნობებთან საუბრის ბლოკირებას მოიცავდეს. ასევე განიხილება ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების გამოყენების შეზღუდვაც.

ჯერ უცნობია, რომელი აპლიკაციები აიკრძალება, თუმცა მოსალოდნელია გამონაკლისები საგანმანათლებლო პლატფორმებისთვის.

მთავრობამ პირობა დადო, რომ უსაფრთხოების კონსულტაციების შედეგების განხორციელებაზე სწრაფად იმოქმედებს.

"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ვიმოქმედოთ სწრაფად, მაგრამ ამას გავაკეთებთ ისე, რომ ეს იყოს ეფექტიანი, აღსრულებადი და რეალურად დაიცვას ბავშვები," - განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქართულმა ციფრულმა სადაზღვევო ბროკერმა "ფრანი" AI ასისტენტი დანერგა - რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

ქართულმა ციფრულმა სადაზღვევო ბროკერმა "ფრანი" AI ასისტენტი დანერგა - რას სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

BM.GE

Apple-მა განახლებული ოპერაციული სისტემა OS 27 წარადგინა - რა სიახლეები აქვს ტექ-გიგანტს

Apple-მა განახლებული ოპერაციული სისტემა OS 27 წარადგინა - რა სიახლეები აქვს ტექ-გიგანტს

BM.GE

ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი - როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები თურქმენეთთან?

ვაჭრობა, ინვესტიციები და ტურიზმი - როგორია საქართველოს ეკონომიკური კავშირები თურქმენეთთან?

BM.GE

თხევადი გაზის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი LPG სადგურებისთვის გამოწერილი ჯარიმებია - ასოციაცია

თხევადი გაზის გაძვირების ერთ-ერთი მიზეზი LPG სადგურებისთვის გამოწერილი ჯარიმებია - ასოციაცია

BM.GE