მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, რომ არა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ტურიზმის შემოსავალი $170 მლნ-ით მეტი იქნებოდა
"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, რომ არა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ტურიზმის შემოსავალი $170 მლნ-ით მეტი იქნებოდა

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, რომ არა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ტურიზმის შემოსავალი $170 მლნ-ით მეტი იქნებოდა

BM.GE25 მაისი, 2026, 23:36|bm.ge

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური შეფასების თანახმად, რომ არა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორის შემოსავლები იანვარ-აპრილში 170 მილიონი დოლარით უფრო მეტი იქნებოდა.

"თიბისი კაპიტალი" მიუთითებს, რომ საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა წლიურ ჭრილში 10.6%-ით იყო შემცირებული, რაც მარტში არსებულ 6%-იან კლებას აღემატებოდა.

როგორც "თიბისი კაპიტალის" მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში არის აღნიშნული, სტუმარმასპინძლობის სექტორში არსებული ხელშესახები კლება გარკვეულწილად ბალანსდება საქართველოდან ექსპორტის მატებით.

"რაც შეეხება სტუმარმასპინძლობის სექტორს, აპრილში საქართველოს აეროპორტებში ფრენების რაოდენობა წლიურად 10.6%-ით შემცირდა, რაც მარტის 6%-იან კლებაზე მეტია. მნიშვნელოვნად შენელდა არარეზიდენტების უნაღდო ხარჯების წლიური ზრდის ტემპიც, რაც ტურიზმიდან შემოსავლების რეალურ დროში პროგნოზირებისთვის გამოიყენება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, მარტსა და აპრილში ტურიზმიდან შემოსავლების დანაკლისმა, კონფლიქტის გარეშე ალტერნატიულ სცენართან შედარებით, დაახლოებით 170 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე მხრივ, ეს დანაკლისი სასაქონლო პროდუქციაზე ექსპორტის, დაახლოებით, 160 მილიონი დოლარით დაჩქარებამ თითქმის სრულად დააკომპენსირა.

საყურადღებოა, რომ, უახლესი მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში დატვირთულობა მაისში გააქტიურებულია და, 25 მაისის მდგომარეობით, 2025 წლის მაჩვენებლებთან ახლოსაა. ამასთან, აპრილთან შედარებით ზრდა ფიქსირდება როგორც რეზიდენტების, ასევე არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯებშიც,"- ნათქვამია დოკუმენტში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"ბლექ სი პეტროლიუმი" ნედლი ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

2026 წლის სიცხის ტალღა: მილიარდობით ევროს ზარალი და ათასობით მსხვერპლი ევროპაში

BM.GE

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

"მაჩანჩალა" ქვეყნის სტატუსი მივიღეთ... ფინანსური ნაკადები საქართველოს გვერდს უვლიან"|ინტერვიუ

BM.GE

$347 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და 119 731-ლარიანი ხელფასი - მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია

$347 000-ზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება და 119 731-ლარიანი ხელფასი - მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაცია

BM.GE