მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 18:30|bm.ge

თიბისი კონცეპტი მომხმარებლებს პრივილეგირებულ საბანკო მომსახურებას, მრავალფეროვან პროდუქტებსა და შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, მათთვის „პარიმ ანაბრის“ გახსნა გამარტივდა და პირდაპირ მობაილბანკიდან, ფილიალებში მისვლის გარეშე, სრულად ციფრულად არის შესაძლებელი.

პრაიმ ანაბარი თიბისი კონცეპტისა და Welth menegment-ის მომხმარებლებს დანაზოგის მოქნილი პირობებით შენახვის, თანხის ნებისმიერ დროს შეტანა/გატანისა და ამავდროულად, სარგებლის ყოველთვიურად მიღების შესაძლებლობას აძლევს.

ანაბრის გახსნა მომხმარებლებს ნებისმიერი თანხით, როგორც ლარში, ისე დოლარში შეუძლიათ, წინასწარ განსაზღვრული შენახვის ვადის გარეშე. სარგებელი კი, ყოველთვიურად ერიცხება, რომლის ოდენობაც შესაბამისი თვის განმავლობაში ანაბრის ანგარიშზე დაფიქსირებული მინიმალური ნაშთის მიხედვით განისაზღვრება.

ანაბრის საპროცენტო განაკვეთი საჯარო ფინანსურ ინდექსებს ეფუძნება და წინასწარ განსაზღვრული ფორმულით გამოითვლება. ლარში განთავსებულ ანაბარზე წლიური საპროცენტო განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 0.5 %-ია. დოლარში განთავსებულ ანაბარზე კი წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება სენტ-ლუისის ფედერალური სარეზერვო ბანკის (Federal Reserve Bank of St. Louis) მიერ გამოქვეყნებული Federal Funds Target Range — Lower Limit-ის მაჩვენებელს მინუს 2.5 %. წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი 6%-ია.

ანაბრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთის ტრასების სააგენტომ ფრანგულ Grand Massif-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მთის ტრასების სააგენტომ ფრანგულ Grand Massif-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

BM.GE

კორეელმა ინვესტორმა K-Water-მა ნენსკრაჰესის განუხორციელებელ პროექტში ₾568 მლნ-ის ზარალი განიცადა

კორეელმა ინვესტორმა K-Water-მა ნენსკრაჰესის განუხორციელებელ პროექტში ₾568 მლნ-ის ზარალი განიცადა

BM.GE

„საკვებ პროდუქტებზე ვმუშაობთ“ – „სოლიდუსი“ სპეციალური საწარმოს სტატუსის გახანგრძლივებაზე

„საკვებ პროდუქტებზე ვმუშაობთ“ – „სოლიდუსი“ სპეციალური საწარმოს სტატუსის გახანგრძლივებაზე

BM.GE

აშშ-ის სასამართლომ Meta-ს $25 მილიარდის ჯარიმის გადახდა დააკისრა

აშშ-ის სასამართლომ Meta-ს $25 მილიარდის ჯარიმის გადახდა დააკისრა

BM.GE