მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისი ლიზინგმა მონაწილეობა UN GLOBAL COMPACT-ის ფორუმში მიიღო
თიბისი ლიზინგმა მონაწილეობა UN GLOBAL COMPACT-ის ფორუმში მიიღო

თიბისი ლიზინგმა მონაწილეობა UN GLOBAL COMPACT-ის ფორუმში მიიღო

BM.GE21 ივლისი, 2026, 16:50|bm.ge

15 ივლისს, ბათუმში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა ყოველწლიური ფორუმი — „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ (Partnership 4SDGs) გამართა. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა საქართველოს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარება იყო.

საქართველოს მწვანე ტრანსფორმაციაში ფინანსური სექტორის როლზე ფორუმის მეორე პანელზე იმსჯელეს. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს, როგორ აფართოებენ ქართული ფინანსური ინსტიტუტები მდგრადი და მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებს, რომელ ფინანსურ პროდუქტებზე იზრდება მოთხოვნა და რა როლი აქვს ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას კერძო სექტორის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის, მწვანე გარდაქმნის ხელშეწყობაში.

თიბისი ლიზინგი პანელზე დირექტორმა, გაგა გოგუამ წარმოადგინა. მან ისაუბრა ლიზინგზე, როგორც დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მდგრად ინსტრუმენტზე და აღნიშნა, რომ თვალსაჩინოდ გაიზარდა მოთხოვნა მზის ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დაფინანსების მიმართულებით. უფრო სწრაფად ვრცელდება ელექტრო და ჰიბრიდული ტრანსპორტი და მცირე და საშუალო ბიზნესი სულ უფრო ხშირად იყენებს ლიზინგის მწვანე პროდუქტებს.

„მდგრადი დაფინანსება ის მიმართულებაა, რომელსაც ცნობიერების ამაღლება განსაკუთრებით ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებულ ფორუმში, სადაც მწვანე პროდუქტებზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე ვისაუბრეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია აუდიტორიის ჩართულობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მზად ინტერესსა და მოთხოვნას ამ მიმართულებით.“ - გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.

ცნობისთვის, თიბისი ლიზინგის მწვანე პორტფელის მოცულობა 2026 წლის, ივლისის მდგომარეობით 40 მილიონ ლარს აღემატება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთმა საფონდო ბაზრის დასასტაბილურებლად $9 მილიარდის კაპიტალი გამოყო

ჩინეთმა საფონდო ბაზრის დასასტაბილურებლად $9 მილიარდის კაპიტალი გამოყო

BM.GE

AMD-მ Nvidia-ს მეტოქე AI-სერვერების სისტემა Helios-ი წარადგინა

AMD-მ Nvidia-ს მეტოქე AI-სერვერების სისტემა Helios-ი წარადგინა

BM.GE

ლუბლიანას ქუჩაზე მიწის ჩავარდნის ფაქტზე მერია განმარტებას ავრცელებს

ლუბლიანას ქუჩაზე მიწის ჩავარდნის ფაქტზე მერია განმარტებას ავრცელებს

BM.GE

აბუ-დაბი ბუნებრივი აირის მოპოვების გაზრდისთვის $6.2 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

აბუ-დაბი ბუნებრივი აირის მოპოვების გაზრდისთვის $6.2 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

BM.GE