მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE21 მაისი, 2026, 14:50|bm.ge

თიბისიმ მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გავლენიანი ფინანსური გამოცემის - The Banker-ის ტექნოლოგიურ დაჯილდოებაზე თიბისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ტექნოლოგიურ ბანკად დასახელდა.

The Banker-ის ტექნოლოგიური დაჯილდოება აღიარებს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე და გავლენიან ფინანსურ ტექნოლოგიურ ინიციატივებს - გარდამქმნელ პროცესებს, რომლებიც ფინანსური ინდუსტრიის სწრაფ ტექნოლოგიურ განვითარებას და მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებას ემსახურება.

ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თიბისი თავისი მომხმარებლებისთვის მუდმივად აუმჯობესებს ციფრულ გამოცდილებას და ამით ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს.

საქართველოში დაახლოებით 40%-იანი ბაზრის წილით და თვეში1.3 მილიონი აქტიური ციფრული მომხმარებლით, თიბისის ციფრული ბანკინგი გახდა ადამიანების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი - საცალო გაყიდვების 80%-ზე მეტი ონლაინ სრულდება, ხოლო რეალურ დროში სესხის დამტკიცების დრო დღეებიდან წუთებამდე შემცირდა.

წლევანდელ დაჯილდოებაზე The Banker-მა განსაკუთრებულად გამოარჩია თიბისის 3 ინოვაცია:

• ბიზნესის მყისიერი აქტივაცია - ბიზნეს მობაილბანკში რეგისტრაცია 30 წამში; • თვითდასაქმებულების დაკრედიტება AI-ს გამოყენებით; • მომენტალური სავალუტო გადარიცხვები;

გვჯერა, ვქმნით ინოვაციას, ციფრული პროცესების ახალ სტანდარტებს და ვაგრძელებთ ისეთი სამომხმარებლო გამოცდილების შექმნას, რომელიც ადამიანებს ცხოვრებას უმარტივებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE