მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

BM.GE18 ივნისი, 2026, 10:26|bm.ge

თიბისი მისი გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის „საუკეთესო სტრატეგიის” კატეგორიის გამარჯვებული გახდა კონკურსზე „ბალანსი ბიზნეს საქმიანობაში 2026, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია INSEAD Alumni ყოველწლიურად ატარებს.

აღნიშნული ჯილდო ენიჭება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გენდერული ბალანსის, მრავალფეროვნებისა და ლიდერობის საკითხებს სისტემურად აერთიანებენ კორპორაციულ სტრატეგიაში და უზრუნველყოფენ მათ პრაქტიკულ განხორციელებას ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე.

ჯილდოს მიზანია, წარმოაჩინოს საუკეთესო პრაქტიკები ორგანიზაციებში, სადაც თანასწორობისა და მრავალფეროვნების საკითხები განიხილება როგორც ბიზნესის განვითარების და ეფექტური მართვის განუყოფელი ნაწილი და ამ მიმართულებით პროგრესი ეფუძნება მონაცემებს, ანგარიშვალდებულებასა და გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვას.

„საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნების ხელშეწყობა თიბისის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ESG სტრატეგია დეტალურად განსაზღვრავს ყველა საკითხსა და პრიორიტეტს, რომელზეც ბანკი მუშაობს მდგრადობის მიმართულებით. სტრატეგია გამყარებულია სხვადასხვა პოლიტიკითა და პროცედურებით, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის უფლებათა პოლიტიკა და თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და ჩართულობის პოლიტიკა. ჩვენ ხელს ვუწყობთ ჯანსაღი და თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. გვჯერა, რომ ინოვაციურ და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას მრავალფეროვანი გუნდები ქმნიან.“ - მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

კონკურსი „ბალანსი ბიზნეს საქმიანობაში“ წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაცია INSEAD-ის კურსდამთავრებულთა ინიციატივას, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავს ბიზნესში გენდერული ბალანსისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებას ორგანიზაციებს შორის.

დაჯილდოება ყოველწლიურად აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც ლიდერები არიან გენდერული ბალანსის მიმართულებით და აფასებს მათ პროგრესს, სტრატეგიულ მიდგომებსა და შედეგებზე ორიენტირებულ ინიციატივებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთი შექმნილი კრიზისის გამო, საწვავის იმპორტს იწყებს

რუსეთი შექმნილი კრიზისის გამო, საწვავის იმპორტს იწყებს

BM.GE

შსს-ს შენობებში 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი დაიწყება|როგორ დაამუშავებენ ჩანაწერებს ახალი რეგულაციით

შსს-ს შენობებში 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი დაიწყება|როგორ დაამუშავებენ ჩანაწერებს ახალი რეგულაციით

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ იაფდება

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ იაფდება

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი $9.1 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?

საქართველოს საგარეო ვალი $9.1 მილიარდია - ვისი ვალი გვაქვს?

BM.GE