მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 15:33|bm.ge

თიბისი The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ის გამარჯვებულია. ბანკმა საერთაშორისო აღიარება ექვს ნომინაციაში მოიპოვა; მათ შორის, გლობალურ ნომინაციაში - საუკეთესო ციფრული გამოცდილება ვადიანი ანაბრებისთვის.

გლობალური ჯილდო თიბისიმ ვადიანი ანაბრების სრულად ციფრული გამოცდილებისთვის მიიღო. მობაილბანკში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ვადიანი ანაბრების მრავალფეროვანი არჩევანი, რომელიც სხვადასხვა ფინანსურ საჭიროებასა და მიზანს პასუხობს - პირადი მიზნისთვის თანხის ეტაპობრივად დაგროვებას, სხვებთან ერთად საერთო მიზნისთვის დაზოგვასა თუ უკვე არსებული დანაზოგის სარგებლის მისაღებად განთავსებას.

მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარ გეგმებსა და სურვილებს მოარგონ ანაბრის ტიპი, ვადა და ვალუტა, გახსნან სასურველი პროდუქტი და მართონ დანაზოგი სრულად ციფრულად, ფილიალში ვიზიტის გარეშე. ეს გამოცდილება დაზოგვასა და ფინანსური მიზნების დაგეგმვას უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დანაზოგი საკუთარი საჭიროებებისა და სამომავლო გეგმების შესაბამისად მართონ.

The Digital Banker-მა აღმოსავლეთ ევროპისა და საქართველოს მასშტაბით, თიბისის კიდევ ხუთი ჯილდო მიანიჭა:

• საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტისმომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

• მომხმარებლის ონბორდინგისა და ფინანსური საჭიროებების გამოვლენის საუკეთესო გამოცდილება საქართველოში; • დამოუკიდებელი ინვესტირების საუკეთესო პლატფორმა საქართველოში; • ETF-ებისა და პასიური ინვესტირების საუკეთესო პლატფორმა საქართველოში; • საუკეთესო საკრედიტო ბარათი ფინანსურად მზარდი სეგმენტის მომხმარებლებისთვის საქართველოში.

თიბისისთვის ეს ჯილდოები მხოლოდ მიღწეული შედეგის აღიარება არ არის - ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მომხმარებლების საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნილი მარტივი და ინოვაციური გამოცდილება, ყოველდღიურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს უფრო და უფრო ამარტივებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილ 3-კილომეტრიან, ვადაგადაცილებულ მონაკვეთზე მუშაობა გრძელდება

გრიგოლეთი-ქობულეთის დარჩენილ 3-კილომეტრიან, ვადაგადაცილებულ მონაკვეთზე მუშაობა გრძელდება

BM.GE

საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს

საწვავის ფასი კიდევ გაიზარდა - რიგ გასამართ სადგურებზე ევრორეგულარის ფასი 4 ლარს აჭარბებს

BM.GE

გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ₾1.5 მილიონზე მეტი დაიხარჯება

გურიაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ₾1.5 მილიონზე მეტი დაიხარჯება

BM.GE

საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა

BM.GE