მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

BM.GE25 აგვისტო, 2026, 14:46|bm.ge

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში მუდმივად ზრუნავს მის მომხმარებლებზე და მხარს უჭერს მრავალფეროვანი შეთავაზებებით. განსაკუთრებით კი, ახალ თაობას.

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისიმ საჯარო სკოლის პირველკლასელებს შეთავაზება მათთვის განკუთვნილ სასკოლო ფორმებზეც მოუმზადა. 1 სექტემბრიდან - 30 სექტემბრის ჩათვლით მშობლები ფორმების შეძენისას მომენტალური ქეშბექის, სრული დაფინანსებისა და განაწილების სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლებენ.

30%-მდე ქეშბექი

5-დან 8 წლის ჩათვლით მოსწავლეები, რომლებიც 14 აგვისტოდან- 30 სექტემბრის პერიოდში, პირველად გახსნიან თიბისის მოსწავლის ბარათს და მოხვდებიან პირველ 10,000 პირველკლასელს შორის, რომელმაც სასკოლო ფორმა თიბისის მოსწავლის ბარათით შეიძინა, გადახდილი თანხის 30%-ს მომენტალურად დაიბრუნებენ (ჯამში მაქსიმუმ 60 ლარს).

ისინი კი, ვინც პირველ 10,000 მომხმარებელს შორის ვერ მოხვდებიან, 20%-იან ქეშბექს, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებენ.

შეთავაზებით სარგებლობისთვის, გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის პოს-ტერმინალზე, ონლაინ შეძენისას კი, თიბისის ელექტრონული გადახდის არხით.

100%-იანი ქეშბექი

პირველკლასელი შვილების მშობლები, რომლებიც თიბისის ახალი სახელფასო მომხმარებლები გახდებიან სასკოლო ფორმების მოსწავლის ბარათით შეძენისას, გადახდილი თანხის 100%-ს დაიბრუნებენ, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს.

ახალ მომხმარებლად ითვლება პირი, რომელიც ამ კამპანიის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში არ იღებდა ხელფასს თიბისიში და კამპანიის დაწყებიდან 2026 წლის სექტემბრის ბოლომდე ხელფასის ჩარიცხვას თიბისის ანგარიშზე დაიწყებს.

4 თვეზე განაწილება (ეფექტური 0 %-ით)

პირველკლასელების მშობლებს, რომლებსაც თიბისიში აქვთ წინასწარ დამტკიცებული განაწილების (BNPL) ლიმიტი, სასკოლო ფორმის სრული 95 ლარიანი სეტის ღირებულების განაწილება 4 თვეზე, ეფექტური 0%-ით შეუძლიათ. რაც ნიშნავს, იმას, რომ საბოლოოდ გადაიხდიან ზუსტად 95 ლარს, გაძვირების გარეშე.

ყველა შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ფორმის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • გივი მიქანაძე: მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს თითო კლასი დაემატებაიმედი
  • გივი მიქანაძე განმარტავს, რა მოხდება, თუ მშობელი შვილს სავალდებულო სასკოლო ფორმას არ ჩააცმევსტვ პირველი
  • პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა, 1-ელი სექტემბრიდან, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შეეძლებათრუსთავი 2
  • რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე მივა - გივი მიქანაძის განმარტებაფორმულა
ფორმის →

მსგავსი სტატიები

ვანსა და ბაღდათში გეოლოგიური კვლევები ჩატარდა - მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების განახლებული ბაზები

ვანსა და ბაღდათში გეოლოგიური კვლევები ჩატარდა - მომზადდება გეოლოგიური საფრთხეების განახლებული ბაზები

BM.GE

Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

BM.GE

უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა | ეროვნული გამოცდების შედეგები

უნივერსიტეტებსა და პროფსასწავლებლებში სწავლის უფლება 34 150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა | ეროვნული გამოცდების შედეგები

BM.GE

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი გლობალური სანქციები წარადგინა

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი გლობალური სანქციები წარადგინა

BM.GE